სალამურას თავგადასავალი (ფილმი)
იერსახე
| „სალამურას თავგადასავალი“ | |
|---|---|
| ფილმის ტიპი | ანიმაციური თოჯინური ფილმი |
| რეჟისორი | კარლო სულაკაური |
| სცენარის ავტორი | არჩილ სულაკაური |
| კომპოზიტორი | ბიძინა კვერნაძე |
| ოპერატორი | შოთა კილაძე |
| მონტაჟი | მ. კობახიძე |
| მხატვარი | ედმონდ კალანდაძე, ლ. კასრაძე, გ. და ლ. ლიუტინსკები (კონსტრუქტორები) |
| ანიმატორი(ები) | ოთარ დუმბაძე |
| სტუდია | „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანება |
| გამოსვლის თარიღი | 1979 |
| ხანგრძლივობა | 61 წთ. |
| ქვეყანა | სსრკ |
| ენა | ქართული |
„სალამურას თავგადასავალი“ — ქართული საბჭოთა ანიმაციური თოჯინური ფილმი. ეფუძნება არჩილ სულაკაურის ამავე სახელწოდების ზღაპარს. გამოვიდა 1979 წელს.
ფილმი დაახლოებით 61 წუთიანია, თუმცა იყოფა ცალკე სერიებად. ესენია:
- უფლისწულის სიზმარი
- მოტაცება
- ბაია
- ალე ჰოპი
- მიდი მოადე
- წკიპურტი
- განთიადი
ფილმი ეძღვნება ბავშვთა საერთაშორისო წელს.