სალამანდრისებრნი
იერსახე
| სალამანდრისებრნი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Salamandridae | |||||||||||||
| |||||||||||||
სალამანდრისებრნი, ნამდვილი სალამანდრისებრნი (ლათ. Salamandridae) — კუდიანი ამფიბიების ოჯახი. არიან როგორც წყლის, ისე ხმელეთის ფორმები, ოჯახში 15 გვარი და 40 სახეობაა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საკუთრივ სალამანდრას (Salamandra) გვარში 3 სახეობაა. დასავლეთ უკრაინაში გვხვდება ალიფერი ანუ ხალებიანი სალამანდრა, რომლის სიგრძეა 70 სმ. ბინადრობს ხმელეთზე, ტენიან ადგილებში. კვერცხცოცხლადმშობია. გრძელკუდა სალამანდრას (Mertensiella) გვარში 2 სახეობაა, რომელთაგან კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) გვხვდება საქართველოში, მესხეთის ქედზე. ენდემია. მისი სიგრძეა 19 სმ. აქვს მოყავისფრო-მოშავო ყვითელი ლაქები. ბინადრობს მთის ნაკადულებისა და მდინარეების პირას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 686.