შინაარსზე გადასვლა

საკუთარი ოთახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„„საკუთარი ოთახი““

ავტორი ვირჯინია ვულფი
ქვეყანა ინგლისი
ენა ბრიტანული ინგლისური
გამომცემელი Hogarth Press
გამოცემის თარიღი 1929 წლის სექტემბერი

„საკუთარი ოთახი“ვირჯინია ვულფის ესე, რომელიც პირველად 1929 წლის სექტემბერში გამოიცა.[1] ნაშრომი ეფუძნება ორ ლექციას, რომლებიც ვულფმა 1928 წელს წაიკითხა კემბრიჯის უნივერსიტეტის ქალთა კოლეჯებში.[2]

ესეში ვულფი მეტაფორულად აღწერს სოციალურ უთანასწორობას და საუბრობს ქალთა გამოხატვის უფლების არარსებობაზე. ასევე ეხება ლიტერატურასა და განათლების საკითხებს და წერს იმ პრობლემებზე, რომლებთან გამკლავებაც ქალ მწერლებს მუდმივად უხდებოდან. ვულფის თქმით, მხოლოდ „საკუთარი ოთახის“, ე.ი. ფინანსური და პირადი დამოუკიდებლობის მქონე ქალებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა.

  1. Woolf, Virginia (1935) A Room of One's Own. London: Hogarth Press, გვ. 4. 
  2. Rosenbaum, S. P. (1998) Aspects of Bloomsbury: Studies in Modern English Literary and Intellectual History. Hounsmill: MacMillan Press Ltd..