საკრამულოს სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკრამულოს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკრამულოს განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით. განეკუთვნება IV-VI საუკუნეებს. ძეგლი 1984 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

გათხრილია სამი ტიპის სამარხი: ორმოსამარხები, ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვისსამარხები, რომლებშიც ესვენა ქრისტიანული წესით დაკრძალული თითო მიცვალებული ინვენტარის გარეშე. ერთ სამარხში მიცვალებული ხელფეხმოხრილი ესვენა. აღმოჩნდა ბრინჯაოს მრავალრკალიანი ერთი საყურე, რომელიც ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]