საკმლისხიანი
საკმლისხიანი — საკმლის ხის მეჩხერი კორომი. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. საქართველოში გვხვდება შირაქის ზეგანზე, კერძოდ, კარგადაა შემონახული ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში.
მდებარეობისა და ეკოლოგიური თავისებურების მიხედვით განარჩევენ ბარისა და მთისწინების საკმლისხიანებს. ბარის საკმლისხიანი დაკავშირებულია უპირატესად ჭალის ტყეებთან, გარს ერტყმის მათ უდაბნოს მხრიდან. ამ საკმლისხიანში ხშირია ჭალის მუხა (Qurectus longipes) და თელა (Ulmus carpinifolia), რის გამოც იქმნება მუხნარ-საკმლისხიანი და თელიან-საკმლისხიანი. ჭალის საკმლისხიანები.
მთავარი ტიპოლოგიური ვარიანტებიდან აღსანიშნავია მარცვლოვანიან-შერეულბუჩქიანი, მლაშობ-მდელოიანი და უდაბნოიანი საკმლისხიანები. მთისწინების საკმლისხიანი ძირითადად სამნაირია - ნახევრადუდაბნოიანი, ველის მარცვლოვნიანი და შერეულბუჩქიანი. მთისწინების ვარიანტს განეკუთვნება ვაშლოვანის ნაკრძალის საკმლისხიანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ სახოკია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 678.