საკინა ისმაილოვა
| საკინა ისმაილოვა | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 24 თებერვალი, 1956 (70 წლის) |
| დაბ. ადგილი | ბაქო |
| საკინა ისმაილოვა ვიკისაწყობში | |
საკინა გულუ კიზი ისმაილოვა (აზერ. Səkinə Qulu qızı İsmayılova; დ. 24 თებერვალი, 1956, ბაქო) — აზერბაიჯანელი მომღერალი, მუღამის შემსრულებელი, აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (1992).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკინა ისმაილოვა დაიბადა 1956 წლის 24 თებერვალს ბაქოში დაიბადა.[1] სკოლის წლებში მონაწილეობდა სამოყვარულო სპექტაკლებში, ასრულებდა საბავშვო სიმღერებს, ტასნიფებსა და მუღამებს. აბილოვის სახელობის კულტურის სახლში შეისწავლა აკორდეონზე დაკვრა.
1974 წელს დაამთავრა სკოლა და ბაქოს ასაფ ზეინალის სახელობის მუსიკალურ კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც მუღამს ნარიმან ალიევის კლასში სწავლობდა. მისი მასწავლებლებს შორის ცნობილი მუღამის შემსრულებელი გაჯიბაბა გუსეინოვიც იყო.[2]
კოლეჯის დასრულების შემდეგ საკინა ისმაილოვა სოლისტად აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მიიწვიეს. 1980 წელს დებიუტი ლეილის როლით ოპერაში „ლეილა და მეჯნუნი“ ჰქონდა.
1982 წელს პირველად გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულ ფესტივალში Gala de Palace. შემდგომ წლებში საკინა ისმაილოვამ იმოგზაურა და კონცერტები გამართა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.[2]
1990 წელს აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.[1] 2000 წელს სწავლა განაგრძო ბაქოს მუსიკალურ აკადემიაში, მუღამის სიმღერის განყოფილებაში.[2] 2001-ლი წლიდან, აზერბაიჯანის ეროვნული კონსერვატორიის დაარსების შემდეგ, იქ ასწავლის სოლო სიმღერის განყოფილებაში. გარდა ამისა, არის პედაგოგი აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.
საკინა ისმაილოვა იყო პირველი ქალი ხანენდე, რომელმაც მუღამი გაელზე შეასრულა. ასევე, პირველმა შექმნა მუღამის ქალთა ტრიო, რომელთან ერთადაც არაერთ საერთაშორისო სცენაზე გამოვიდა.[1][2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Müğənni Səkinə İsmayılova bioqrafiyası həyatı haqqında (2016-12-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-25. ციტირების თარიღი: 2023-05-31
- 1 2 3 4 Сакина Исмайлова: «Я первая среди наших женщин-ханенде взяла в руки гавал» (2013-04-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-31. ციტირების თარიღი: 2023-05-31.