საკაი ტოსიჰიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკაი ტოსიჰიკო
Toshihiko Sakai 1929.jpg
საკაი ტოსიჰიკო 1929 წელს
მშობ. სახელი 堺 利彦
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი, 1871
მიაკო, ფუკუოკა, იაპონია
გარდ. თარიღი 23 იანვარი, 1933 (61 წლის)
ტოკიო, იაპონია
ეროვნება იაპონელი
საქმიანობა ჟურნალისტი, გაზეთის რედაქტორი, პოლიტიკოსი

საკაი ტოსიჰიკო, ლიტერატურული ფსევდონიმი კარეგავა (იაპონ. 堺 利彦 ; დ. 25 ნოემბერი, 1870, ფუკუოკის პრეფექტურა — გ. 23 იანვარი, 1933, ტოკიო) — იაპონიის საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი და პუბლიცისტი.

ტოსიჰიკო იყო სამურაების ოჯახიდან.[1] 1904 წელს დ. კოტოკუსთან ერთად იაპონურ ენაზე თარგმნა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. რუსეთში ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სოციალიზმის იდეების საჯარო პროპაგანდას ეწეოდა. მონაწილეობდა იაპონიის კომპარტიის (იკპ) შექმნაში (1922). 1923 წელს დააპატიმრეს. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ (1924) ჩამოშორდა იკპ-ს და მიემხრო სოციალ-დემოკრატებს. 1930 იყო ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული სრულიად იაპონიის მასობრივი პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, გახდა ამ პარტიის ანტისამხედრო კომიტეტის მრჩეველი და თავმჯდომარე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ivan Širjaev; Ludoviko Kökény; Vilmos Bleier; Kálmán Kalocsay. Enciklopedio de Esperanto (en esperanto). Budapest: Literatura Mondo, 1933-1934.