შინაარსზე გადასვლა

საკავშირო პირველობა საჭადრაკო კომპოზიციაში 1929

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკავშირო პირველობა საჭადრაკო კომპოზიციაში 1929 — პირადი პირველობა საჭადრაკო ამოცანებისა და ეტიუდების შედგენაში.

ნახევარფინალში წარმოდგენილი იყო 34 ავტორის 1929 წელს გამოქვეყნებული 131 ნაწარმოები. შეჯიბრება ჩატარდა განსაკუთრებული სისტემით. მსაჯები თავად მონაწილეები იყვნენ. გამარჯვებულები ვლინდებოდნენ დაგროვილი ქულების მინიმალური ჯამის მიხედვით.

ორსვლიანი ამოცანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარფინალში წარმოდგენილი იყო 20 ავტორის 71 ამოცანა. ფინალში 20 საუკეთესო ამოცანა შეფასდა 1-დან 20 ქულამდე; შემდეგი ორი ჯგუფი — 25 და 30 ქულით. საუკეთესო კომპოზიციის ავტორად დასახელდა მიხეილ ბარულინი.

ორსვლიანი ამოცანების შედეგები
ადგილიავტორიქულა
1ევგენი უმნოვი762½
2ვ. ოვჩინიკოვი864½
3ვ. და ს. პიმენოვები913½
4ლეონიდ ისაევი914
5მიხეილ ბარულინი945


სამსვლიანი ამოცანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარფინალში წარმოდგენილი იყო 9 ავტორის 25 ამოცანა. ფინალში 10 საუკეთესო ამოცანა შეფასდა 1-დან 10 ქულამდე; შემდეგები — 15 და 20 ქულით. საუკეთესო კომპოზიციის ავტორად დასახელდა იაკობ ვილნერი.

სამსვლიანი ამოცანების შედეგები
ადგილიავტორიქულა
1იაკობ ვილნერი190½
2ალექსანდრე გულიაევი225½


ნახევარფინალში წარმოდგენილი იყო 8 ავტორის 35 ეტიუდი. ფინალში 10 საუკეთესო ეტიუდი შეფასდა 1-დან 10 ქულამდე; შემდეგები — 15 და 20 ქულით. საუკეთესო კომპოზიციის ავტორად დასახელდა ვლადიმირ კოროლკოვი.

ეტიუდების შედეგები
ადგილიავტორიქულა
1ვლადიმირ კოროლკოვი107
2აბრამ გურვიჩი157½
3ტიგრან გორგიევი193
  • Шахматы : энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — стр. 464.