საკადასტრო რუკა
საკადასტრო რუკა — ადგილის გეგმის ნაირსახეობა, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს. საქართველოში საკადასტრო რუკის შედგენა და გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოა იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისთვის ძალაში მყოფ მონაცემებს. კერძოდ კი, რეგისტრირებულ: მიწის ნაკვეთებს, შენობებს და ნაგებობებს, მათი საკოორდინატო ბადესა და საკადასტრო კოდს, აგრეთვე ინფორმაციას მათი უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ.[1]
საკადასტრო რუკის შემადგენლ ნაწილს წარმოადგენს საკდასტრო გეგმა, რომელიც გაიცემა ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე. საკადასტრო რუკის/გეგმის შედგენი საფუძველია საკადასტრო აზომვა და მის საფუძველზე მიღებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.[2][3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მოთხოვნა დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine. , საჯარო რეესტრი.
- ↑ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი საკადასტრო ნახაზების ისტორიული მიმოხილვა დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine. , საჯარო რეესტრი.
- ↑ სტანდარტები დაარქივებული 2020-09-23 საიტზე Wayback Machine. , საჯარო რეესტრი.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |