საიმონ ბეიკერი
| საიმონ ბეიკერი | |
|---|---|
| ინგლ. Simon Lucas Baker | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 30 ივლისი, 1969 |
| მოქალაქეობა | ავსტრალია, ამერიკა |
| საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
| აქტიური | 1987-დან დღემდე |
საიმონ ბეიკერი (ინგლ. Simon Lucas Baker, დ.30 ივლისი, 1969, ლონსესტონი, ტასმანია) — ავსტრალიელი მსახიობი და რეჟისორი. ცნობილი, როგორც პატრიკ ჯეინი სერიალ მენტალისტში[1] და კრისტიან ტომპსონის როლის შემსრულებელი ფილმში ეშმაკი ატარებს პრადას. ორჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსზე, ასევე კინომსახიობთა გილდიის ჯილდოსა და ემიზე.
ბიორაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საიმონ ლუკას ბეიკერი დაიბადა 1969 წლის 30 ივლისს, ლონსესტონში, ტასმანიაში, ელისაბეტ ლაბერტონისა და ბარი ბეიკერის ოჯახში. როცა საიმონი ცხრა თვის იყო ბეიკერები საცხოვრებლად ახალ გვინეაში გადავიდნენ. მალევე მისი მშობლები განქორწინდნენ, რის შემდეგაც მას მამასთან წლების ანმავლობაში არ ჰქონია კონტაქტი. საიმონს ჰყავს უფროსი და, ორი ნახევარ-ძმა და ერთ ნახევარ-და.
ბეიკერმა ბავშვობა სიდნეის გარეუბნებში გაატარა, თუმცა უმეტესად ახალ სამხრეთ უელსში გაიზარდა. ის ახალაზრდობიდანვე დაინტერესებული იყო სერფინგით და მიიჩნევს, რომ მისი აღზრდის პროცესში ამ სპორტმა დიდი როლი ითამაშა.[2]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საიმონი აღიზარდა კათოლიკურ ოჯახში, თუმცა საკუთარ თავს აგნოსტიკოსად მიიჩნევს.
1998 ოქტომბრიდან 2020 წლის აპრილამდე დაქორწინებული იყო ავსტრალიელ მსახიობ რებეკა რიგზე.[3] ჰყავს სამი შვილი: სტელა, კლოდი და ჰარი.
