იჰარა საიკაკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საიკაკუ იჰარა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იჰარა საიკაკუ
Ikukunitama-jinja Ihara Saikaku.jpg
დაბ. თარიღი 1642[1][2]
დაბ. ადგილი ოსაკა[3]
გარდ. თარიღი 9 სექტემბერი 1693(1693-09-09)[4]
გარდ. ადგილი ოსაკა
საქმიანობა პოეტი, რომანისტი და მწერალი
მოქალაქეობა იაპონია
Ihara Saikaku ვიკისაწყობში

იჰარა საიკაკუ (ნამდვილი სახელი ჰირაიამა ტოგო) (დ. 1642 ― გ. 9 სექტემბერი, 1693) ― იაპონელი მწერალი.

წერდა ჰაიკუს ჟანრის სახუმარო ლექსებს. სათავე დაუდო ქალაქური ნოველის ჟანრს - „მოთხრობები წუთისოფელზე“. მისი შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებია რომანები „მარტოხელა კაცის სასიყვარულო თავგადასავლები“ (1682), „მარტოხელა ქალის სასიყვარულო თავგადასავლები“, მოთხრობათა კრებული „სიყვარულში გადავარდნილი ხუთი ქალი“ (ორივე 1686). იჰარა ამხელდა იაპონურ ადათ-წესების სისასტიკეს, კანონის სიმკაცრეს. ბოლო წლების თხზულებებში, ნაწილობრივ, სახელგანთქმულ კრებულში „იაპონიის საუკუნო საუნჯე“ (1688) იჰარა დაინტერესებულია მოქალაქეთა ეკონომიური და სოციალური ცხოვრებითაც. წერდა ცოცხალ სალაპარაკო ენაზე. საფუძველი ჩაუყარა ახალ სტილს იაპონურ ლიტერატურაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  2. Record #118986317 // Integrated Authority File შემოწმებული ოქტომბერი 17 2015:
  3. Record #118986317 // Integrated Authority File შემოწმებული დეკემბერი 14 2014:
  4. Record #118986317 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 27 2014: