საიდ აჰმად ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საიდ აჰმად ხანი
SAKhan.jpg
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1817
დელი
გარდაცვალების თარიღი 27 მარტი, 1898 (80 წლის)
ალიგარჰი
ქვეშევრდომობა ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
საქმიანობა ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი,ადვოკატი, პოლიტიკოსი, რაინდი
ხელმოწერა Sir syed signature.svg

საიდ აჰმად ხანი (ინგლ. Syed Ahmad Khan; ურდუ سید احمد خان; დ. 17 ოქტომბერი, 1817, დელი — 27 მარტი, 1898, ალიგარჰი) — XIX საუკუნის მუსლიმი რეფორმატორი და სახელმწიფო მოღვაწე, "ორი ერის თეორიის" ერთ -ერთი ავტორი.[1] [2][3] [4][5][6][7]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიდ აჰმად თაქვი "ხან ბაჰადური" დაიბადა 1817 წლის 17 ოქტომბერს მდიდარ ოჯახში მოგოლთა იმპერიის დედაქალაქ დელიში, იმპერატორ აქბარ II— ის მმართველობის დროს.  მისი ოჯახის რამდენიმე თაობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მოგოლთა იმპერიის მმართველებთან. ბაბუა დედის მხრიდან— ხვაჯა ფარიდუდინი — იმპერატორ აქბარ შაჰ II—ის კარის ვეზირი გახლდათ. მამის ბაბუას,  საიდ ჰად ჯავად ბინ იმადუდინს, ეკავა  მანსაბის (გენერალი)—მაღალი რანგის ადმინისტრაციული თანამდებობა და ატარებდა საპატიო სახელს— "მირ ჯავად ალი ხანი" იმპერატორ ალამგირ II—ის კარზე.  საიდის მამა, საიედ მუჰამედ მუთაკი, იმპერატორ აქბარ შაჰ II–სთან დაახლოებული პირი , მისი პირადი მრჩეველი გახლდათ. საიდის უფროსმა ძმამ ქალაქში დააარსა პირველი სტამბა ურდუს ენაზე და გამოუშვა ჟურნალი Sayyad-ul-Akbar.[8]

საიდი ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა  ძლიერი ფიზიკური მონაცემებით, ბავშვობაში ისწავლა  ცურვა და მშვილდის სროლა.  ყურანის კითხვა  სახლში მასწავლებელის დახმარებით შეისწავლა, დაეუფლა სპარსულ და არაბულ ენებს და შემდეგ დაიწყო მათემატიკაში მეცადინეობა.

მოგვიანებით იგი დაინტერესდა მედიცინით, მაგრამ მალევე  სრული კურსის დასრულებამდე  დაანება თავი. 18 წლის ასაკში მისი ოფიციალური განათლება დასრულდა, მაგრამ  დამოუკიდებლად მაინც  განაგრძობდა მეცადინეობას, საიდი  მონაწილეობას ღებულობდა ლიტერატურულ შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებში, რომლებიც მის მშობლიურ ქალაქში იმართებოდა.

მამის გარდაცვალებამ 1838 წელს ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. მანამდე საიდი ეწეოდა ცხოვრებას, რომელიც დამახასიათებელი იყო  მდიდარი ახალგაზრდა კეთილშობილი მუსლიმებისთვის. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მემკვიდრეობით მიიღო ბაბუისა და მამის ტიტულები და მიენიჭა არიფ იუნგის ტიტული იმპერატორ ბაჰადურ შაჰ ზაფარისგან.

საიდ აჰმად ხანი პენჯაპში

21 წლის ახალგაზრდა იძულებული გახდა ეძებნა სამსახური. მან უარყო მოგოლთა სამეფო კარის შემოთავაზება და თავისი ძმის ჟურნალის რედაქტორი გახდა.  წერა 23 წლის ასაკში (1840 წელს) დაიწყო. წერდა  სხვადასხვა თემაზე (მექანიკიდან დაწყებული საგანმანათლებლო  საკითხებით დაამთავრებული), ძირითადად ურდუზე. მისმა ნაწერებმა მინიმუმ 6000 გვერდი შეადგინა. საიდს არ შეეძლო კოლონიური მთავრობის სამსახურში მუშაობის დაწყება, ვინაიდან ინდოელებს 1860 -იან წლებამდე არ ღებულობდნენ. მალე მან გადაწყვიტა შეერთდებოდა ოსტინდოეთის კომპანიას, სადაც მუშაობდა 1876 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე. სიცოცხლის ბოლომდე ის ასწავლიდა ალიგარჰის კოლეჯში და დაკავებული იყო სამხრეთ აზიაში მუსლიმთა პრობლემების შესწავლით. საიდი უდიდეს მიღწევად თვლიდა მის მიერ  კოლეჯის დაარსებას ალიგარჰში. კოლეჯმა მიიღო უნივერსიტეტის სტატუსი საიდის გარდაცვალების შემდეგ 1920 წელს.  ამ უნივერსიტეტში მუსლიმთა დიდი ნაწილი სწავლობდა. თავად საიდმა ხელი შეუწყო პაკისტანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.[9]

თავისი დროის სხვა მუსულიმი ლიდერებისგან განსხვავებით, საიდ აჰმად ხანი ამტკიცებდა, რომ მუსულიმები ბრიტანელებთან უნდა მეგობრობდნენ.  საიდმა ასევე დაწერა ბიბლიის კომენტარები, სადაც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ისლამი  ქრისტიანობასთან ყველაზე ახლოს მდგომი რელიგიაა.[10][11]

საიდ აჰმად ხანი ყოველმხრივ  მოუწოდებდა მუსლიმებს მიეღოთ თანამედროვე განათლება. იგი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მუსლიმები ვერ მიაღწევენ წარმატებას  დასავლურ პოლიტიკაში მისი სისტემისა და საფუძვლების ცოდნის გარეშე. საიდი მიიწვიეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის პირველ სესიაზე დასასწრებად და ამ ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მან უარი განაცხადა შეთავაზებაზე. მაშინ აჰმად ხანმა მუსლიმებს მიმართა, თავი აერიდებინათ  კონგრესისთვის.

1898 წლის დასაწყისში აჰმედ ხანი  ავად გახდა. მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. მისი მდგომარეობა დამძიმდა  24 მარტს. 27 მარტს დილით, ძლიერი თავის ტკივილი კიდევ უფრო გამწვავდა. იგი გარდაიცვალა იმავე საღამოს ჰაჯი ისმაილ ხანის სახლში, დაკრძალეს მეორე დღეს ალიგარჰის კოლეჯთან არსებული  მეჩეთის კომპლექსში. მისი დაკრძალვის ცერემონიას ბევრი მეგობარი და თაყვანისმცემელი დაესწრო.

2017 წლის 17 ოქტომბერს ალიგარჰის მუსლიმურმა უნივერსიტეტმა დიდი ენთუზიაზმით აღნიშნა  საიდ აჰმად ხანის დაბადებიდან 200 წლისთავი. მთავარი სტუმარი გახლდათ ინდოეთის ყოფილი პრეზიდენტი, პრანაბ მუხერჯი.[12]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Glowing Legend of Sir Syed – A Centennial Tribute (1998), Ed. Syed Ziaur Rahman, Non-Resident Students' Centre, Aligarh Muslim University (Aligarh)
  • Prof. Iftikhar Alam Khan. Sir Syed aur Faney TameerSir Syed Academy, AMU. Aligarh
  • Prof. Iftikhar Alam Khan. Muslim University ki Kahani, Imarton ki zubani Educational publications, civil Lines, (Aligarh)
  • Prof. Iftikhar Alam Khan. Sir Syed aur Scientific SocietyPub by Sir Syed Academy, AMU.Aligarh.
  • Prof. Iftikhar Alam Khan. Sir Syed tahreek ka siyasi aur samaji pas manzarEducational Publishing house, Dhula Kounan, Delhi

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Encyclopedia of Islam and the Muslim World, Thompson Gale (2004)
  2. Cyril Glasse (2001) The New Encyclopedia of Islam, Altamira Press
  3. "Sir Syed Ahmad Khan | Genealogy of Sir Syed". www.sirsyedtoday.org. Archived from the original on 14 October 2017. Retrieved 17 October 2017.
  4. Dietrich Reetz. "Enlightenment and Islam: Sayyid Ahmad Khan's Plea to Indian Muslims for Reason". The Indian Historical Review, Delhi. 14 (1–2): 206–218.
  5. "Two-nation theory: Aligarh boys remember Sir Syed Ahmed Khan". The Express Tribune (newspaper). 19 October 2011. Archived from the original on 27 March 2019. Retrieved 24 August 2019.
  6. "Jinnah's two nation theory". The Nation. 27 February 2020. Retrieved 18 October 2020.
  7. Şahbaz, Davut (March 2020). "The Two Nations Theory and It's [sic] Role In The Establishment of Pakistan". Academic Journal of History and Idea. 7: 1, 9 – via Dergi Park.
  8. "Sir Syed Ahmed Khan". Encyclopedia of World Biography (2nd ed.). Gale Research. 1997. pp. 17 vols.
  9. Sir Syed Ahmed Khan (1817–1898), Speech in March 1888, Quoted by Dilip Hiro, "The Longest August: The Unflinching Rivalry Between India and Pakistan"[1]Archived 15 March 2020 at the Wayback Machine
  10. "Sir Syed Ahmad Khan | The greatest Muslim reformer and statesman of the 19th Century". 1 June 2003. Archived from the original on 12 September 2016. Retrieved 11 September 2016.
  11. ABBASI, Yusuf (1981). Muslim Politics and Leadership in the South Asian Sub-continent. Institute of Islamic History, Culture and Civilization, Islamic University (Islamabad). p. 90.
  12. "Sir Syed Ahmed Khan | Muslim Reformer | Blue Plaques". English Heritage. Retrieved 24 December2020.