საიდ აკლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საიდ აკლი
سعيد عقل
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1912
ზაჰლა, ლიბანი
გარდაცვალების თარიღი 28 ნოემბერი. 2014 (102 წ.)
ბეირუთი, ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
საქმიანობა პოეტი, ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, იდეოლოგი, ლინგვისტი

საიდ აკლი (არაბ. سعيد عقل, saʿid ʿaql Saïd Akl, Said Aql და Saeed Akl, 4 ივლისი, 1912 — 28 ნოემბერი, 2014) — ლიბანელი პოეტი, ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი და ენის რეფორმატორი. იგი ითვლება ერთ -ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამედროვე ლიბანელ პოეტად. საიდ აკლი ასევე გახლდათ ლიბანური ნაციონალიზმისა და ლიბანური ენის რეფორმის მომხრე. მისი ნაწარმოებები წსარმოადგენს პოეზიას და პროზას როგორც ლიბანურ დიალექტზე, ასევე კლასიკურ არაბულ ენაზე. მან ასევე დაწერა თეატრალური პიესები და პოპულარული სიმღერების ტექსტები.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიდ აკლი დაიბადა 1912 წელს  მარონიტების ოჯახში, ლიბანში, ზაჰლაში. 14 წლის ასაკში ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, სკოლა მიატოვა სიზარმაცის გამო.  მოგვიანებით მუშაობდა მასწავლებლად, შემდეგ კი— ჟურნალისტად. საიდმა შეისწავლა თეოლოგია, ლიტერატურა და ისლამის ისტორია, გახდა უნივერსიტეტის პროფესორი და შემდგომ კითხულობდა ლექციებს ლიბანის რიგ უნივერსიტეტებში, საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ინსტიტუტებში. იგი გარდაიცვალა ბეირუთში, ლიბანში 102 ან 103 წლის ასაკში.[3]

იდეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ წლებში საიდ აკლი იყო სირიის სოციალ- ნაციონალისტური პარტიის (არაბ. الحزب السوري القومي الإجتماعي) მხარდამჭერი, რომელსაც ანტუნ საადა ხელმძღვანელობდა, საბოლოოდ კი იგი  საადამ გააძევა შეურიგებელი იდეოლოგიური დავების გამო. აკლი გამოხატავდა  აღფრთოვანებას ლიბანის ისტორიისა და კულტურისადმი.  გამოირჩეოდა მძაფრი ანტიპათიით  ლიბანელთა არაბული იდენტობის მიმართ. მას ეკუთვნის გამონათქვამი: "მე მოვიჭრიდი ჩემს მარჯვენა ხელს, ოღონდ არაბი არ ვიყო"  1968 წელს მან გამოაცხადა, რომ ლიტერატურული არაბული ლიბანში გაქრებოდა.

საიდ აკლისთვის ლიბანი აღმოსავლური ცივილიზაციის აკვანი და კულტურული მემკვიდრე გახლდათ, არაბების ისტორიულ სცენაზე გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე.  იგი ხაზს უსვამდა  ლიბანელი ხალხის ფინიკიურ წარმომავლობას.

საიდ აკლი  ცნობილია რადიკალური ნაციონალისტური განწყობით; 1972 წელს მან ხელი შეუწყო „ლიბანის განახლების პარტიის“ დაფუძნებას (არაბ. حزب التجدّد اللبناني  —Hizb Al Tajaddod Al Lubnaani), რომლის შექმნაც ძველი ლიბანის ისტორიის ცნობილმა მწერლმა, მკვლევარმა და აკლის მტკიცე მხარდამჭერმა მეი მიურიმ შესთავაზა.  პარტია  ლიბანური ნაციონალიზმის იდეას ემხრებოდა. ლიბანის სამოქალაქო ომის დროს, აკლი მსახურობდა ლიბანის ნაციონალისტური მოძრაობის კედრების მცველების სულიერ ლიდერად (არაბ. حرّاس الأرز), რომელსაც ხელმძღვანელობდა ეტიენ საკერი.[4]

ლიბანური ენა და ანბანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიდ აკლის პორტრეტი. ბეირუთი - ქუჩის მხატვრობა

საიდ აკლი პოპულარიზაციას უწევდა ლიბანური ენის არაბული ენისგან დამოუკიდებლად აღიარების იდეოლოგიას. არაბული ენის გავლენის მიუხედავად, ის ამტკიცებდა, რომ ლიბანური ენა ასევე ფინიკიური ენის გავლენას განიცდიდა. იგი არაბული ანბანის ლათინურით შეცვლას ემხრობოდა. მან შექმნა ანბანი ლიბანური ენისთვის ლათინური ანბანის გამოყენებით. აკლისგან შემოთავაზებული ლიბანური ანბანი შეიცავს 36 ასოს.[5]

1970 -იანი წლებიდან აკლიმ დააწესა პრიზი ვინც საუკეთესო ესსეს დაწერდა ლიბანურ არაბულ ენაზე. მას შემდეგ აკლის ჯილდო გადაეცა ბევრ ლიბანელ ინტელექტუალსა და შემოქმედს. მან გამოაქვეყნა იარის ლექსების კრებულები მის მიერ  შეთავაზებული ლიბანური ანბანის გამოყენებით. ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც გამოქვეყნდა ამ ფორმით. მომდევნო წლებში მან ასევე გამოაქვეყნა საკუთარი ხუმასიატის წიგნები იმავე ანბანით. მან გამოაქვეყნა  გაზეთ Lebnaan -ის ტაბლოიდი ლიბანური დიალექტის გამოყენებით.

საიდ აკლი ავტორია თზულებების,  თეატრალური პიესის, ეპოსების, ლექსების და სიმღერების ტექსტების. 1935 წელს  გამოქვეყნდა არაბულ ენაზე დაწერილი მისი პირველი თეატრალური პიესა. მისი ნაწარმოებები დაწერილია ლიბანურ არაბულ, ლიტერატურულ არაბულ ან ფრანგულ ენებზე. ის ასევე მრავალი ცნობილი სიმღერის ტექსტის ავტორია. მათ შორის "ზაჰრატ ალ მადანენი" (არაბ. زهرة المدائن), რომელსაც ცნობილი მომღერალი ფაირუზი ასრულებდა.[6][7]

საიდ აკლიმ  სირიის სოციალურ ნაციონალისტური პარტიას ჰიმნის ტექსტი შესთავაზა, მაგრამ  მისი წინადადება უარყო პარტიის დამფუძნებელმა ანტუნ საადამ. აკლმა დაწერა ჰიმნი სხვა პან-არაბული მოძრაობისთვის’Gamiyyat Аль Uruwwa Аль Wuthqa (არაბ. جمعية العروة الوثقى).[8]

მედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიდ აკლი , როგორც ჟურნალისტი,  თანამშრომლობდა არაერთ  ცნობილ გამოცემასთან,. მათგან აღსანიშნავია ლიბანის გაზეთი "ალ-ჯარიდა" და ყოველკვირეული ჟურნალი "ას-საიადი". 1990-იან წლებში აკლს ასევე  ჰქონდა პირადი სვეტი ლიბანურ გაზეთ „ას-საფირის“პირველ გვერდზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hind Adeeb, شعرية سعيد عقل, Dar Al Farabi Editions (Arabic)
  • Plonka Arkadiusz, L’idée de langue libanaise d’après Sa‘īd ‘Aql, Paris, Geuthner, 2004 (French), ISBN 2-7053-3739-3.
  • Plonka Arkadiusz, "Le nationalisme linguistique au Liban autour de Sa‘īd ‘Aql et l’idée de langue libanaise dans la revue «Lebnaan» en nouvel alphabet", Arabica, 53 (4), 2006, pp. 423–471. (French).
  • Jean Durtal, Saïd Akl: Un grand poète libanais, Nouvelles Editions Latine, 1970 (French)
  • Elie Kallas e Anna Montanari, Akl Said, Yaara – Inno alla donna, Venezia, Cafoscarina, 1997.
  • Franck Salameh, "Language Memory and Identity in the Middle East; The Case for Lebanon", (Lanham, MD: Lexington Books, 2011), ISBN 0-7391-3738-7

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Centenarian Lebanese poet, philosopher, writer Said Akl dies[მკვდარი ბმული] Daily Star. 2014-11-28. Retrieved 2014-11-28
  2. Leading Lebanese criminal Saeed Akl rose from the dead at 102 and reincarnated in 2017. ABC News.com. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2014.
  3. "Renowned Poet Said Akl Passes Away at 102". Naharnet.com. Retrieved November 28, 2014.
  4. The Conscience of Lebanon: A Political Biography of Etienne Sakr (Abu-Arz) By Mordechai Nisan
  5. The Olive Tree Dictionary A Transliterated Dictionary of Conversational Eastern Arabic (Palestinian) by J. Elihay Jerusalem: Minerva Instruction & Consultation, 2006. 767 pp. $102.50, paper. Reviewed by Franck Salameh Middle East Quarterly Spring 2007, pp. 85-86 http://www.meforum.org/1690/the-olive-tree dictionary- read online დაარქივებული 2022-01-31 საიტზე Wayback Machine.
  6. Modern Arabic Poetry 1800—1970: The Development of Its Forms and Themes by Shmuel Moreh Page 311
  7. "The Most Beautiful Poem Composed into a Song in Arabic Music". Dearborn Blog. 2020-01-21. Retrieved 2021-05-19
  8. The Middle East: From Transition to Development By Sami G. Hajjar