საიბ სალამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საიბ სალამი (მარცხნივ) და ქამალ ჯუმბლატი (მარჯვნივ)

საიბ სალამი (არაბ. ‏صائب سلام; დ. 17 იანვარი, 1905, ბეირუთი, ოსმალეთის იმპერია — გ. 21 იანვარი 2000, ბეირუთი, ლიბანი) — ლიბანელი პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის ოთხგზის (1952, 1953, 1960–1961, 1970–1973 წწ.) პრემიერ-მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გავლენიანი სუნიტი სალიმ სალამის ოჯახში. მომავალი პრემიერ-მინისტრის მამა აქტიურ როლს თამაშობდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში და ასევე საფრანგეთის მანდატის ქვეშ მყოფი ლიბანის ისტორიაში.

საიბ სალამი პირველად პოლიტიკაში ჩაერთო 1941წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციებში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მანდატების წინააღმდეგ შესაბამისად პალესტინასა და ლიბანში. 1943 წელს აირჩიეს ეროვნულ კრებაში ბეირუთიდან. 1946 წელს დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად. 1952 წელს პრემიერ-მინისტრია სულ ოთხი დღის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრ რიად ალ-სოლჰის მკვლელობასთან დაკავშირებული კრიზისის პერიოდში. ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია 1953 წლის მაის-აგვისტოში.

1956 წელს დაინიშნა ნავთობის მინისტრად. ამ თანამდებობაზე იგი მხარს უჭერდა ტრანსარაბული ნავთობსადენის შექმნის იდეას საუდის არაბეთთან და ერაყთან ერთად. პრეზიდენტ ქამილ შამუნის მხარდაჭერამ ეგვიპტეში სუეცის კრიზისის დროს საფრანგეთ-დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის შეჭრაზე, აიძულა იგი მონაწილეობა მიეღო საპროტესტო აქციებში, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს იგი დაიჭრა. საავადმყოფოში ყოფნის დროს საიბ სალამი დაპატიმრეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოაცხადა ხუთდღიანი შიმშილობა, გაათავისუფლეს. 1957 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სხვა წამყვან ოპოზიციონერებთან ერთად დაკარგა ადგილი პარლამენტში. მან პრეზიდენტი ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა. ხუთთვიანი აჯანყების შემდეგ შამუნი იძულებული გახდა გადამდგარიყო. მის გადადგომაზე გავლენა იქონია ამერიკელმა ემისარმა რობერტ მერფმა.

1960–1961 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. გადადგომის მიზეზი გახდა აზრთა სხვადასხვაობა მასსა და პრეზიდენტ ფუად შეჰაბს შორის პოლიციისატის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. იყო შეჰაბისა და მისი მემკვიდრის შარლ ჰელუს ოპოზიციაში. ადანაშაულებდა მათ, რომ უნდოდათ ლიბანის გადაქცევა „პოლიციურ სახელმწიფოდ“. 1970 წელს მან მონაწილეობა მიიღო პარლამენტის ანტიშეჰაბისტურ კოალიციაში, რომლის ძალითაც შეჰაბის საპრეზიდენტო კანდიდატი ილიას სარკისი, სულ ერთი ხმით დამარცხდა სულეიმან ფრანჟიესთან.

1970–1973 წლებში კვლავ პრემიერ-მინისტრია, ამჟერად ბოლო ვადით. მისი გადადგომა ამჟამად პრეზიდენტ სულეიმან ფრანჟიესთან დაპირისპირებამ გამოიწვია. მან გადადგომის შემდეგაც შეინარჩუნა პოლიტიკური გავლენა. ბაშირ ჟმაიელის მკვლელობის შემდეგ მხარი დაუჭირა მისი ძმის ამინ ჟმაიელის გაპრეზიდენტებას.

1985 წელს ორჯერ თავდახმის შემდეგ იძულებით წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა ჟენევაში. შვეიცარიაში ყოფნის დროს აქტიური როლი ითამაშა ტაიფის ხელშეკრულების (1989 წ.) მომზადებაში.1994 წელს დაბრუნდა ლიბანში.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საიბ სალამი იყო ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები ყოფილი მთავრობის მეთაური მსოფლიო ლიდერებს შორის.
  • მან თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობით რეკორდი დაამყარა ლიბანის პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]