შინაარსზე გადასვლა

სათხნუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათხნუმი (ხნუმის ქალიშვილი; სატბა - ბას ქალიშვილი სახელის ვარიაციად ითვლება) — ძველი ეგვიპტის მეფის ქალიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, მეორე დინასტიის პერიოდში ცხოვრობდა. იგი ცნობილია მხოლოდ მისი სტელადან, რომელიც ოდესღაც მის აკლდამაში უნდა დებულიყო, თუმცა ჰელუანში იქნა ნაპოვნი. სტელაზე სათხნუმი შესაწირავი მაგიდის წინ, სკამზე მჯდარია გამოსახული. ამ მაგიდის გვერდით ვხედავთ უხვ შესაწირავს. ამ სცენის ზემოთ ვკითხულობთ მოკლე ტექსტს: „მეფის ასული სათხნუმი“. მისი მამის ვინაობა უცნობია. სტილისტური ნიშნებით სტელა მეორე დინასტიას უნდა მიეკუთვნებოდეს.[1]

  1. E. Christiana Köhler, Jana Jones: Helwan II, The Early Dynastic and Old Kingdom Funerary Relief Slabs, Studien zur Archäologie und Geschichte Altägyptens, Band 25, Rahden 2009, ISBN 978-3-86757-971-1, p. 142-143