სათოხნი კულტურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათოხნი კულტურები, სასოფლო-სამეურნეო მცენარეები, რომელთა ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა დიდი კვების არე და მწკრივთშორისებში ნიადაგის დამუშავება. ასეთია სიმინდი, შაქრის ჭარხალი, ბამბა, თამბაქო, მზესუმზირა, კარტოფილი, საკვები ძირხვენები, ეთერზეთოვანი კულტურები, ბოსტნეული კულტურების უმეტესობა (კომბოსტო, პამიდორი, სტაფილო, ბადრიჯანი და სხვა). სათოხნ კულტურებს თესენ ან რგავენ (ჩითილით) ფართო მწკრივად (0,4 - 1,0 მ), კვადრატულად ან კვადრატულ-ბუდობრივად. ვეგეტაციის პერიოდში მწკრივთშორისებს აფხვიერებენ, მწკრივებში ზედმეტ მცენარეებს გამოხშირავენ, აცლიან სარეველებს, რითაც ნიადაგში ინარჩუნებენ ტენს, აუმჯობესებენ აერაციას და სხვა ინდუსტრიულ ტექნოლოგიის პირობებში ხელით სამუშაოები მინიმუმამდე მცირდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. ბადრიშვილი, ქსე, ტ. 8, გვ. 659-660, თბ., 1984