სათოვლის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათოვლის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სათოვლეში, სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე ხეკორძულას შენაკადის პატარახევის მარცხენა ნაპირზე, ადგილ ნაბაკარზე, თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრით, ადრინდელი, განვითარებულ და გვიანდელი ფეოდალური ხანით. სამარხები გადარეცხილია ნიაღვრებისაგან. ზოგი მათგანი მიწის სამუშაოების გამოა დაზიანებული. სამარხზე 1949 წელს მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები (ბრინჯაოს ისრისპირები ბრინჯაოსტარიანი რკინის მახვილი, ბრინჯაოს სამაჯურის ნატეხები, ელექტრუმის საკიდი და სხვა) ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

1971-1981 წლებში გაითხარა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დამხრობილი, მიწის ზედაპირიდან 0,15–0,2 მეტრ სიღრმეზე განლაგებული ქვაყრილიანი ორმოსამარხები (ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში). ქვაყრილი შედგებოდა ნატეხი და რიყის საშენი ზომის ქვებისგან. სამარხი ორმოები წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის ან კუთხეებმომრგვალებულია. ორმოების იატაკი მოგებული იყო წვრილი ქვით. ყველა სამარხი (გარდა ერთისა, რომელშიც ორი მიცვალებული ესვენა) ინდივიდუალური და ინკუბაციურია. მიცვალებულები ესვენა ხელფეხმოკეცილი, მამაკაცები მარჯვენა, ხოლო ქალები მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა დახვეწილი ფორმის ამოღარული, ირიბად ნაჭდევი ხაზებითა და ზოლებით, წერტი ლოვანი სახეებითა და ცხოველის თავის სტილიზებული თავისებურებებით შემკული "მავად, ნაცრისფრად ან ლეგანაცრისფრად გამომწვარი ხის ჭურჭელი საბრძოლო იარაღები, სამკაული, საკულტო ნივთები, შინამოსაქმეობისა და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]