სათიხარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათიხარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათიხარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ასევე სწორკუთხა საკურთხევლით დასრულებული, რომელშიც გაჭრილია ვიწრო სარკმელი. დასავლეთ კედელში სწორკუთხა ნიშაა. კედლები შემორჩენილია 5-6 მ სიმაღლეზე, ზოგან კი 1-2 მეტრამდე.

შესასვლელი სამხრეთიდან იყო, ამჟამად კარის წირთხლები მორღვეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 159