სათევზიის მღვიმე
იერსახე
| სათევზიის მღვიმე | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ხონის მუნიციპალიტეტი |
| სიგრძე | 300 მ |
| ტიპი | კარსტული |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
სათევზიის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელავერის მიდამოებში. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 300 მ-ია. სათევზიის მღვიმე მდიდარია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და ფარდებით. ფსკერი მოფენილია ლოდნარით. წყალდიდობის დროს მღვიმიდან მძლავრი ნაკადი გამოედინება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტინტილოზოვი ზ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 658.