შინაარსზე გადასვლა

სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევიცარცული პერიოდის ქვეწარმავლებისდინოზავრების განამარხებული ნაკვალევი დასავლეთ საქართველოში, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. აღმოაჩინა 1933 წელს მხარეთმცოდნემ და პედაგოგმა პეტრე ჭაბუკიანმა.

სათაფლიის მერგელოვანი კირქვების შრეებზე მიკვლეული ნაფეხურები ადრეცარცულ პერიოდს ეკუთვნის და მისი ასაკი განისაზღვრება დაახლ. 135 მილიონი წლით. დინოზავრების ნაკვალევი აღმოჩენილია ორ შრეზე.

ქვედა შრეზე წარმოდგენილი ნაფეხურების ფორმის მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი შედარებით მცირე ზომის (სხეულის სიგრძე დაახლ. 2–3 მ) მტაცებელ და ბალახისმჭამელ ორფეხა და უმეტესად სამთითა (იშვიათად ოთხთითა) დინოზავრებს ეკუთვნის. ზედა შრეზე აღბეჭდილ ნაკვალევს მიაკუთვნებენ დიდი ზომის (სიგრძე 5–6 მ) ბალახისმჭამელ ცხოველებს, რომლებიც სიარულის დროს მხოლოდ უკანა კიდურებს ეყრდნობოდნენ.

დინოზავრების ნაკვალევი აღმოსავლეთ ევროპაში ჯერჯერობით სხვაგან არსადაა ცნობილი.