სათარ ბაჰლულზადეს ძეგლი
იერსახე
| სათარ ბაჰლულზადეს ძეგლი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | ამირჯანი, აზერბაიჯანი |
| თარიღდება | 1975 |
| მოქანდაკე | ომარ ელდაროვი |
![]() | |
სათარ ბაჰლულზადეს ძეგლი (აზერ. Səttar Bəhlulzadənin heykəli) — აზერბაიჯანელი მხატვრის სათარ ბაჰლულზადეს ძეგლი მის საფლავზე, მხატვრის მშობლიური დაბის სასაფლაოზე (დაბა ამირჯანი, ბულბულის ტბასთან). ძეგლის მოქანდაკეა ომარ ელდაროვი. დადგმულია 1975 წელს, მხატვრის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ.
ბაჰლულზადე ეყრდნობა ორ ცარიელ ჩარჩოს და უყურებს საყვარელ პეიზაჟს. ხელოვნებათმცოდნე სამირ სადიკოვის თქმით, ქანდაკებაში სივრცე, კომპოზიცია, დინამიკა და გამოსახულება შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. სადიკოვის თანახმად, ცარიელი ჩარჩოები განლაგებულია ისე, რომ ძეგლის წინაშე მდგომი მაყურებელი სხვადასხვა ადგილიდან ახალი რაკურსით ხედავს დაბა ამირჯანსა და ბულბულის ტბას.[1]
