სათარ ბაჰლულზადეს სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სათარ ბაჰლულზადეს სახლ-მუზეუმი
40°25′23″ ჩ. გ. 49°59′15″ ა. გ. / 40.42306° ჩ. გ. 49.98750° ა. გ. / 40.42306; 49.98750
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი http://bahlulzade.az/
Map

სათარ ბაჰლულზადეს სახლ-მუზეუმი (აზერ. Səttar Bəhlulzadənin ev-muzeyi) — სახლ-მუზეუმი, რომელშიც ცხოვრობდა და ეწეოდა თავის შემოქმედებას აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი სათარ ბაჰლულზადე. განლაგებულია სურახანების რაიონის ამირჯანის დასახლებაში. მუზეუმის გახსნა მოხდა 2014 წლის 22 მაისს.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათარ ბაჰლულზადეს გარდაცვალების შემდგომ დადგა საკითხი მისი სახლ-მუზეუმის შექმნის თაობაზე. მაშინ ამირჯანის დასახლებაში არსებული მეჩეთის შენობიდან, რომელიც აშენებული იქნა ნავთობმრეწველის მურთუზ მუხტაროვის მიერ, გამოსახლებული იქნა საქსოვი ფაბრიკა, რომელსაც გამოუყეს სხვა შენობა, ხოლო მეჩეთში შეიქმნა მუზეუმი, რომელშიც გამოფენილი იქნა მხატვრის ნამუშევრები. მალე, ამ შენობაში კვლავ დაიწყო ფუნქციონირება მეჩეთმა. ნახატები კი გადატანილი იქნა სათარ ბაჰლულზადეს სახლში. ეს სახლი, რომელიც განლაგებული იყო მამამისის სახლის გვერდით, თვითონ მხატვრის მიერ იქნა აშენებული თავისი ჰონორარებით; ამ სახლში თვითონ ცხოვრობდა გარდაცვალებამდე.[1].

გახსნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 22 მაისს ამ შენობაში კაპიტალური შეკეთების შემდგომ გაიხსნა მხატვრის სახლ-მუზეუმი. მუზეუმი შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის 1994 წლის განკარგულების საფუძველზე.[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Мирзоева С. Наша гордость и слава — Саттар Бахлулзаде. http://www.anl.az/down/meqale/bakrabochiy/bakrabochiy_iyun2009/82412.htm დაარქივებული 2015-01-20 საიტზე Wayback Machine. .Бакинский рабочий. 2.06.2009
  2. Иманов В. В Амирджаны состоялось открытие реконструированного Дома-музея Саттара Бахлулзаде 23.05.2014 Trend News Agency 2015-01-30