შინაარსზე გადასვლა

სათამაშო (ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სათამაშო“
ჟანრი კომედია
რეჟისორი ფრანსის ვებერი
პროდიუსერი პიერ რიშარი
სცენარის ავტორი ფრანსის ვებერი
როლებში პიერ რიშარი
კომპოზიტორი ვლადიმერ კოსმა
ოპერატორი ეტიენ ბეკერი
სტუდია Andrea Films, EFVE, Fideline Films
დისტრიბუტორი Gaumont
პრემიერა 8 დეკემბერი, 1976 (1976-12-08)
ხანგრძლივობა 95 წთ.
ქვეყანა საფრანგეთის დროშა
ენა ფრანგული
საიტი IMDb ID 0074720

სათამაშო (ფრანგ. Le Jouet) - 1976 წელს გამოსული ფრანგული კინოკომედია, გადაღებული რეჟისორ ფრანსის ვებერის მიერ. მთავარ როლში პიერ რიშარი

ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ფრანსუა პერენია (პიერ რიშარი). 15 თვიანი უმუშევრობის შემდეგ გაზეთ «France Hebdo»-ში დასაქმდება, რომლის მმართველი პიერ ლამბარ-კოშეა. იგი ნამდვილი დიქტატორია, პატივმოყვარეა და არ სცემს პატივს თანამშრომლებს. ერთს სამსახურიდან იმიტომ გააგდებს რომ ოფლიანი ხელი აქვს.

პირველ დავალებაზე ფრანსუა, რეპორტაჟის გასაკეთებლად თავისი უფროსის სათამაშოების მაღაზიაში წავა. ამ დროს მაღაზიაში ლამბარ-კოშეს შვილი ერიკი შევა, დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად და ფრანსუას აირჩევს. მაღაზიის შეშინებული თანამშრომლები ფრანსუას თხოვენ რომ სათამაშოს როლი ითამაშოს, თუ არადა მისი მფლობელი სამსახურიდან გაუშვებს. პერენი ბანკის ვალების გამო, იძულებულია დათანხმდეს თავხედი ბავშვის კაპრიზებს. ფრანსუას ერიკი მამამისის მდიდრულ სახლში წაიყვანს. პიერი ბოდიშს მოუხდის თანამშრომელს, პრემიას გამოუწერს და სახლში გაუშვებს, მაგრამ ერიკი დაიჩემებს, ჩემი საჩუქარია და აქ დარჩებაო. პიერს ბავშვი ყოფილი ცოლისგან ერთი კვირით ყავს გამოშვებული და სურს რომ ყველა პირობა შეუსრულოს, რის გამოც ფრანსუას შესაბამისი ანაზრაურებით დარჩენას სთხოვს. ერიკს თავისი თავხედური თამაშებით გაწამებული ჰყავს სახლის მოსამსახურეები. მალე ფრანსუასაც გამოიყვანს წყობიდან და ისიც ოთახში ჩაკეტავს. ხმაურზე გაბრაზებული მამამისი გამოვა და მიზეზს იკითხავს, ერიკი კი გადაარჩენს, ვთამაშობთო.

ფრანსუა თანდათან ეჩვევა სიტუაციას და ბავშვს დაუმეგობრდება, რის გამოც მამამისს დიდ პატივში ჰყავს. პიერის მეორე ცოლი კრისტინი, იმავე საღამოს ხალხთან დაამცირებს ფრანსუას, რის გამოც ყველაფერი ყელში ამოუვა და უფროსის სახლს დატოვებს. სახლში მისულს ცოლი შეაქებს, ნუ გეშინია ყველაფერს გავუმკლავდებითო. რამდენიმე საათში გაზეთის მთავარი რედაქტორი ბლენაკი თხოვს, დაბრუნდეს ერიკთან და გააგრძელოს თამაში. ფრანსუა დაბრუნდება და გააგრძელებს ბავშვთან ერთად თამაშს. მათ ბევრის უფლებებს აძლებს პიერი და ორივეც სარგებლოს. ისინი ყველგან როგორც უნდათ ისე იქცევიან და ფრანსუა კრისტიანს წინა საღამოს შერცხვენისთვის აუზში ჩააგდებს. მოიმატებს ლამბალ-კოშეთი უკმაყოფილო ჟურნალისტების რიცხვი. ფრანსუა და ერიკი გადაწყვეტენ გამოუშვან გაზეთი „სათამაშო“, სადაც პიერის შავ-ბნელ საქმეებს გამოაშკარავებენ და «France Hebdo»-ს ყველა თანამშრომლის სურათს დაბეჭდავენ, როგორც მისი სათამაშოები. უფროსს არ მოეწონება მათი საქციელი და ფრანსუას გაესაუბრება. მის მოსყიდვას გადაწყვეტს, ეტყვის რომ ასეთ თამაშს დაანებოს თავი და კარგ თანამდებობაზე დანიშნავს. ერიკიც თანდათან გამოსწორდება, აღარაა ისეთი თავხედი. ფრანსუა არ მიიღებს უფროსის წინადადებას, თავისი გაზეთის გამოცემას გააგრძელებს და «France Hebdo»-ს თანამშრომლებს დაურიგებს.

ლამბარ-კოშე გადაწყვეტს ბავშვს წაიყვანოს პირველ ცოლთან, თუმც ერიკი არ გაჩერდება, ავტომობილიდან გადმოხტება და პერენს ჩაეხუტება.

მსახიობი როლი
პიერ რიშარი ფრანსუა პერენი
მიშელ ბუკე პიერ ლამბარ-კოშე
ფაბრის გრეკო ერიკ ლამბარ-კოშე
ჟაკ ფრანსუა ბლენაკი - გაზეთის მთავარი რედაქტორი
შარლ ჟერარი ფოტოგრაფი
მიშელ ომონი სათამაშოების მაღაზიის დირექტორი
სიუზი დეისონი კრისტინ ლამბალ-კოშე
პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
სეზარი 1977 საუკეთესო სცენარი ფრანსის ვებერი ნომინაცია
სეზარი 1977 საუკეთესო დეკორაცია ბერნარდ ევეინი ნომინაცია
სეზარი 1977 საუკეთესო ოპერატორი ეტიენ ბეკერი ნომინაცია

საინტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს წელს ამერიკელმა რეჟისორმა რიჩარდ დონერმა გადაიღო ფილმის რემეიკი იგივე სახელწოდებით, რომელიც იმ წელს 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]