სათავისთაო საკუთრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სათავისთაო საკუთრება — ტერმინი, რომლითაც ქართულ ისტორიოგრაფიაში აღინიშნება სახლის წევრის ინდივიდუალური, პირადი გარჯილობითა და სახსრებით მონაგარი, მომეტებულად ნასყიდი, „თავისი უცილობელი“ ქონება, განსაკუთრებით ყმა-მამული. ინდივიდუალური, კერძო საკუთრება ჯერ კიდევ IV-V საუკუნეებში გაჩნდა. სათავისო ქონება ადრევე (VI-VIII საუკუნეები) მამულის გვერდით „მონაგებად“ იხსენიება; ამ ინსტიტუტმა უძველეს ქართულ სამართლებრივ წიგნში — ბაგრატ კურაპალატის სამართალში — საკანონმდებლო აღიარებაც პოვა. სათავისთაო საკუთრებას პატრონი თავისუფლად, სახლის სხვა წევრების უკითხავად, განკარგავდა. ეს ქონება საკუთრების უფრო პროგრესული ფორმა იყო, იგი თანდათან ხელს უწყობდა ფეოდალური სახლის საერთო მეურნეობის რღვევას და ინტენსიური მეურნეობის განვითარებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფურცელაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 656, თბ., 1984 წელი.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973, გვ. 111-112, 303, 331-332; ტ. 4, თბ., 1973, გვ. 158, 189, 204-205, 211-212, 535.