სათაგური

„სათაგური“ (ინგლ. The Mousetrap)— აგათა კრისტის მიერ შექმნილი დეტექტივური პიესა, რომელიც ლონდონის ვესტ-ენდში პირველად 1952 წელს დაიდგა და მას შემდეგ უწყვეტად იდგმება (COVID-19 პანდემიით გამოწვეული მცირე პაუზის გამოკლებით 2020 წლის 16 მარტიდან 2021 წლის 17 მაისამდე).
პიესა ვესტ-ენდის ყველაზე ხანგრძლივად დადგმული სპექტაკლია. ამავდროულად, სათაგური არის მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივად დადგმული სპექტაკლი, რომლის 30 000-ე წარმოდგენა 2025 წლის 19 მარტს გაიმართა - აბსოლუტური რეკორდი უწყვეტად დადგმულ ყველა სპექტაკლს შორის.[1]
წმინდა მარტინის თეატრის სტუმრები (სადაც სპექტაკლები დღეს ტარდება) ხშირად იღებენ ფოტოს თეატრის ფოიეში ხის დახლთან, რომელზეც წარმოდგენების რაოდენობაა მითითებული.[2] 2022 წლის მონაცემებით, სპექტაკლი ლონდონში 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.[3]
პიესის მთავარი ინტრიგა მკვლელის ვინაობაა - რომლის საიდუმლოდ შენახვას მაყურებელს თეატრის დატოვების შემდეგაც სთხოვენ. მსახიობთა დასში რვა წევრია. 2012 წლისთვის ეს როლები 400-ზე მეტმა მსახიობმა შეასრულა. [4]
რიჩარდ ატენბორომ დეტექტივ სერჟანტ ტროტერის როლის პირველი შემსრულებელი იყო, ხოლო მისი მეუღლე, შეილა სიმი, პირველი მოლი რალსტონი - მონკსველ მენორის მეპატრონე. მას შემდეგ მსახიობთაგან თითქმის არცერთი არ ყოფილა ვარსკვლავი. The Guardian--ის შეფასებით „პიესა და მისი ავტორი თავად არიან ვარსკვლავები“. [2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Mousetrap celebrates 30,000 performances in the West End [Updated] | West End Theatre (19 March 2025).
- ↑ 2.0 2.1 „The Mousetrap at 60: why is this the world's longest-running play?“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 August 2020. ციტირების თარიღი: 20 July 2022.
- ↑ „The Mousetrap: Agatha Christie's West End hit heads to Broadway after 70 years“. BBC. ციტირების თარიღი: 26 November 2022.
- ↑ „The Mousetrap at 60: why is this the world's longest-running play?“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 August 2020. ციტირების თარიღი: 20 July 2022."The Mousetrap at 60: why is this the world's longest-running play?". The Guardian. Archived from the original on 10 August 2020. Retrieved 20 July 2022.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]