საზღვარგარეთულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საზღვარგარეთულა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სათავე ნიალისყურის ქედი
41°09′07″ ჩ. გ. 43°33′08″ ა. გ. / 41.152028° ჩ. გ. 43.552333° ა. გ. / 41.152028; 43.552333
სათავის სიმაღლე 2790 მ
შესართავი ბუღდაშენის ტბა
41°11′51″ ჩ. გ. 43°41′14″ ა. გ. / 41.197722° ჩ. გ. 43.687222° ა. გ. / 41.197722; 43.687222
სიგრძე 18.3 კმ
აუზის ფართობი 60.4 კმ²
მდინარის სისტემა ბუღდაშენის ტბაბუღდაშენიფარავანიმტკვარიკასპიის ზღვა
საზღვარგარეთულა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
საზღვარგარეთულა
საზღვარგარეთულა
— სათავე, — შესართავი

საზღვარგარეთულა — მდინარე საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ნიალისყურის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 2790 მ სიმაღლეზე. სიგრძე 18,3 კმ, აუზის ფართობი 60,4 კმ². ერთვის ბუღდაშენის ტბის დასავლეთ ნაპირს. საზრდოობს მცირე წყაროებით. მთლიანდ მდინარის აუზში მრავალი წყაროა განვითარებული.[1]

საზღვარგარეთულას ხეობის სათავეში, ზღვის დონიდან 2900–2950 მ სიმაღლეზე გვხვდება ჩრდილოეთით გახსნილი ჩადაბლება, რომელიც ამოვსებულია დაკუთხული ანდეზიტ-დაციტური ლავების ალოქტონური ლოდნარით. მისი ხეობა ზემო წელში მყინვარის არსებობის ნიშნების კარგი მატარებელია. მყინვარული და წყალ-მყინვარული ნალექების მეორადი გადალექვის ხარჯზე მდინარე საზღვარგარეთულას შესართავთან შექმნილია მძლავრი გამოზიდვის კონუსი, რომელიც აგებულია კარგად დამუშვებული კაჭრებითა და ქვამრგვალებით.[2]

საზღვარგარეთულა ბუღდაშენის ერთადერთი შენაკადია და ტბის წყალშემკრების სამ მეოთხედს შეადგენს. ჩამონადენის მოდული 6 წმ/კმ², წყლის საშუალო ნაკადი 300 ლ/წ.[3] მდინარის ირგვლივ ჭაობებია განვითარებული. მდინარე საზღვარგარეთულას ადგილობრივი სახელწოდებაა „ზაგრანიჩნაია“ (რუს. Заграничная) ანუ „სასაზღვრო მდინარე“.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Апхазава И. С. Озера Грузии; Ин-т географии. Тбилиси : "Мецниереба", 1975.
  2. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. თბ., 1967. ტ. 45. გვ. 127. (N1).
  3. ჯავახეთის წყალჭარბი ეკოსისტემები : ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია, თბ., 2004
  4. ლევან მარუაშვილი. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., „ცოდნა“, 1964, გვ. 153