შინაარსზე გადასვლა

საზღვაო რუკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუერტო რიკოს ნაწილის რუკა გამოქვეყნებული შეერთებული შტატების NOAA-ს მიერ 1976 წელს
ვარნემუნდეს ნავსადგურის საზღვაო რუკა, რომელიც ნაჩვენებია OpenSeaMap- ზე

საზღვაო რუკა ანუ ჰიდროგრაფიული რუკაზღვის რეგიონის ან წყლის ობიექტის და მიმდებარე სანაპიროების ან ნაპირების გრაფიკული გამოსახულება. რუკის მასშტაბიდან გამომდინარე, მასზე შეიძლება ასახული იყოს წყლის სიღრმეები ( ბათიმეტრია ) და ხმელეთის სიმაღლეები ( ტოპოგრაფია ), ზღვის ფსკერის ბუნებრივი მახასიათებლები, სანაპირო ზოლის დეტალები, ნავიგაციური საფრთხეები, ნავიგაციისთვის ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი დამხმარე საშუალებების ადგილმდებარეობა, ინფორმაცია მოქცევისა-მიქცევისა და დინების შესახებ, დედამიწის მაგნიტური ველის ადგილობრივი დეტალები და ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურები, როგორიცაა ნავსადგურები, შენობები და ხიდები. საზღვაო რუკები საზღვაო ნავიგაციისთვის უკიდურესად აუცილებელი ინსტრუმენტებია; ბევრ ქვეყანაში გემებს, განსაკუთრებით კომერციულ გემებს, მოეთხოვებათ მათი ტარება. საზღვაო რუკების შედგენა შეიძლება იყოს ქაღალდზე დაბეჭდილი რუკების (რასტრული ნავიგაციური რუკები) ან კომპიუტერიზებული ელექტრონული ნავიგაციური რუკების სახით. ბოლოდროინდელმა ტექნოლოგიებმა ხელმისაწვდომი გახადა ქაღალდის რუკების ბეჭდვა „მოთხოვნისამებრ“ იმ კარტოგრაფიული მონაცემებით, რომლებიც ჩამოტვირთულია კომერციულ სტამბაში უშუალოდ ბეჭდვის წინა ღამეს. ყოველი ყოველდღიური ჩამოტვირთვისას, მოთხოვნისამებრ რუკების ფაილებს ემატება ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიცაა ადგილობრივი შეტყობინებები მეზღვაურებისათვის, რათა ეს რუკები განახლებული იყოს ბეჭდვის მომენტისათვის.

მონაცემთა წყაროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო რუკები ეფუძნება ჰიდროგრაფიულ და ბათიმეტრიულ კვლევებს . რადგან კვლევებს შრომატევადი და დროში გაწელილი სამუშაოა, ზღვის მრავალი უბნის ჰიდროგრაფიული მონაცემები შეიძლება მოძველებული და ზოგჯერ არასანდოც იყოს. სიღრმეები სხვადასხვა გზით იზომება. ისტორიულად გამოიყენებოდა სიღრმის საზომი ბაწრიანი ხელსაწყო ანუ ლოტი . თანამედროვე დროში, ღია ზღვაში ზღვის ფსკერის გასაზომად გამოიყენება ექოლოტის . მთელ დაბრკოლებაზე, მაგალითად, ჩაძირულ გემზე, წყლის უსაფრთხო სიღრმის გაზომვისას, მინიმალური სიღრმე მოწმდება ტერიტორიის ჰორიზონტალური მავთულით გაწმენდით. რუკებზე ყველა სიღრმე იზომება მონაცემთა/შეფარდებითი დონის მიმართ. ეს უზრუნველყოფს, რომ ძნელად საპოვნელი პროექციები, როგორიცაა გემის ანძები, საფრთხეს არ წარმოადგენდეს დაბრკოლებაზე მოძრავი გემებისთვის.

მრავალი ქვეყნის ეროვნული ჰიდროგრაფიული ოფისების უფლებამოსილებით გამოიცემა საძღვაო რუკები. ეს რუკები კომერციული გამომცემლების მიერ შედგენილი რუკებისგან განსხვავებით „ოფიციალურად“ ითვლება . ბევრი ჰიდროგრაფიული ოფისი უზრუნველყოფს თავისი რუკების რეგულარულ, ზოგჯერ ყოველკვირეულ, სახელდახელო განახლებებს გაყიდვების აგენტების მეშვეობით. ცალკეული ჰიდროგრაფიული ოფისები აწარმოებენ ეროვნულ და საერთაშორისო რუკების სერიებს. საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო რუკების სერია წარმოადგენს რუკების მსოფლიო სისტემას („INT“ რუკების სერია), რომელიც მუშავდება რაც შეიძლება მეტი რუკების სისტემის გაერთიანების მიზნით.

ასევე არსებობს კომერციულად გამოქვეყნებული რუკები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება შეიცავდეს განსაკუთრებულად საინტერესო დამატებით ინფორმაციას, მაგალითად, იახტის კაპიტნებისთვის განკუთნებულ ინფორმაციას.

რუკების კორექტირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკაზე გამოსახული საზღვაო გზის მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს და ასევე ნავიგაციისთვის განკუთვნილი ხელოვნური საშუალებებიც შეიძლება მოკლე დროში შეიცვალოს. ამიტომ, ძველი ან შეუსწორებელი რუკები ნავიგაციისთვის არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული. საზღვაო რუკების თითოეული მწარმოებელი ასევე უზრუნველყოფს სისტემას, რათა აცნობოს მეზღვაურებს რუკაზე მოქმედი ცვლილებების შესახებ. შეერთებულ შტატებში, რუკის შესწორებებსა და ახალი გამოცემების შეტყობინებებს სხვადასხვა სამთავრობო უწყება აწვდის შეტყობინებები მეზღვაურებისთვის, ადგილობრივი შეტყობინები მეზღვაურებისთვის, შესწორებების შემაჯამებელი კრებული და სამაუწყებლო შეტყობინებები მეზღვაურებისათვის სახით. აშშ-ში NOAA-ს ასევე ჰყავს ბეჭდვის პარტნიორი, რომელიც ბეჭდავს NOAA-ს "POD" (მოთხოვნისამებრ ბეჭდვა) რუკებს და ისინი შეიცავს ბეჭდვის მომენტისთვის უახლეს შესწორებებსა და შეტყობინებებს. მეზღვაურებისთვის შეტყობინების მიზნით, რადიო მაუწყებლები წინასწარ აცნობებს სასწრაფო შესწორებებს, რათა მოცემულ რეგიონში მოძრავმა გემებმა მყისიერად მოახდინონ რუკის კორექტირება და თავიდან აიცილონ ნავიგაციური საფრთხე.

შესწორებების თვალყურის დევნების კარგი მეთოდია რუკისა და პუბლიკაციის შესწორებებისთვის ჩანაწერების ბარათბების სისტემა. ამ სისტემის გამოყენებით, ნავიგატორი მეზღვაურებისთვის ახალი შეტყობინების მიღებისთანავე არ აახლებს პორტფოლიოს ყველა რუკას, არამედ ქმნის ბარათს თითოეული რუკისთვის და აღნიშნავს შესწორებას ამ ბარათზე. როდესაც რუკის გამოყენების დრო დგება, ის იღებს რუკას და რუკის ბარათს და აკეთებს მითითებულ შესწორებებს რუკაზე. ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ ყველა რუკა გამოყენებამდე სწორად იყოს დაკორექტირებული. გონიერმა მეზღვაურმა უნდა მიიღოს ახალი რუკა, თუ მას არ აქვს ინფორმაცია ძველი შესწორებების და მისი რუკა რამდენიმე თვეზე მეტი ხნისაა.

ბაზარზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ციფრული შეტყობინებების სისტემები მეზღვაურებისთვის, როგორიცაა Digitrace, Voyager ან ChartCo, რათა მოხდეს ბრიტანეთის ადმირალური რუკების, ასევე NOAA-ს რუკების კორექტირება. ეს სისტემები ელექტრონული ფოსტით ან ვებ ჩამოტვირთვების საშუალებით მხოლოდ გემის სანაოსნო რაიონებთან დაკავშირებულ შესწორებებს გვაწვდიან, რაც ამცირებს თითოეული რუკის შესწორებების დასალაგებლად საჭირო დროს. ამავდროულად, კორექტირების გასამარტივებლად გამოიყენება ე.წ. კალკის ქაღალდები, რომლებიც გაჭვირვალეა და მასზე დატანილი კორექტურის რუკაზე გადატანა ძალიან მარტივად ხდება.

კანადის სანაპირო დაცვა გამოსცემს პუბლიკაციას „შეტყობინებებს მეზღვაურებისთვის“, რომელიც მეზღვაურებს აწვდის ინფორმაციას კანადის წყლებზე მოქმედი ნავიგაციის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს ელექტრონული პუბლიკაცია ყოველთვიურად გამოიცემა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია „შეტყობინებები მეზღვაურებისთვის“ (NOTMAR) ვებგვერდიდან. მასში მოცემული ინფორმაცია ფორმატირებულია ქაღალდის რუკებისა და სანავიგაციო პუბლიკაციების კორექტირების გასამარტივებლად.

ელექტრონული სანავიგაციო რუკების კორექტირების მრავალფეროვანი მეთოდები არსებობს.

1973 წელს სატვირთო გემი MV Muirfield (სავაჭრო გემი, რომელსაც სახელი შოტლანდიის ქალაქ მუირფილდის პატივსაცემად დაერქვა) ინდოეთის ოკეანეში, 5000 მეტრზე მეტი სიღრმის წყლებში (16404 ფუტი) უცნობ ობიექტს შეეჯახა, რამაც მისი კილი მნიშვნელოვნად დააზიანა. 1983 წელს, ავსტრალიის სამეფოს საზღვაო ძალების სამკვლევარო გემმა HMAS Moresby-მ გამოიკვლია ის ადგილი, სადაც მუირფილდი დაზიანდა და დეტალურად აღწერა ნავიგაციისთვის აქამდე მოულოდნელ საფრთხე, მუირფილდის წყალქვეშა მთა . მუირფილდის წყალქვეშა მთის დრამატული შემთხვევითი აღმოჩენა ხშირად მოჰყავთ, როგორც საზღვაო რუკებზე, განსაკუთრებით მცირე მასშტაბის რუკებზე, წარმოდგენილი ზოგიერთი ოფშორული ტერიტორიის ვერტიკალური გეოდეზიური მონაცემების სიზუსტის შემზღუდველი მაგალითი.

მსგავსი ინციდენტი სამგზავრო გემთან დაკავშირებით 1992 წელსაც მოხდა, როდესაც კუნარდის ლაინერი Queen Elizabeth 2 ატლანტის ოკეანეში, ბლოკ-აილენდთან წყალქვეშა კლდეს შეეჯახა. 1999 წლის ნოემბერში, ნახევრად წყალქვეშა, მძიმე ტვირთამწეობის გემი Mighty Servant 2 ინდონეზიასთან გრანიტის უცნობ, იზოლირებულ მწვერვალს შეეჯახა, გადაყიდავდა და ჩაიძირა. ეკიპაჟის ხუთი წევრი დაიღუპა, ხოლო Mighty Servant 2 სრულიად დაკარგულად გამოცხადდა. [1] უფრო ცოტა ხნის წინ, 2005 წელს, წყალქვეშა ნავი USS San Francisco გუამის სამხრეთით დაახლოებით 560 კილომეტრში (350 სახმელეთო მილი) 35 კვანძი სიჩქარით (40.3 მ/სთ; 64.8 კმ/სთ) შეეჯახა უცნობ წყალქვეშა მთას (ზღვის მთას)., რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა და ერთი მეზღვაური იმსხვერპლა. 2006 წლის სექტემბერში , ამწე პლატფორმა საბუქსირე გემ „ჰაროლდის“ მიერ ბუქსირებისას, ორკნის კუნძულებზე (გაერთიანებული სამეფო) უცნობ ზღვის მეჩეჩზე შექდა. ბარჟას 1 მილიონი ფუნტის ოდენობის ზიანი მიადგა და მოქცევითი ენერგიის გენერატორის პროტოტიპის დამონტაჟების სამუშაოების შეფერხება გამოიწვია. როგორც მეზღვაურთა სამაგიდო სახელმძღვანელოში და შემდგომ ავარიის ანგარიშშია ნათქვამი: „არცერთი რუკა არ არის უტყუარი. ყველა რუკა შეიძლება იყოს არასრული“.

რუკის პროექცია, პოზიციები და ორიენტაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1571 წლის პრემერკატორული საზღვაო რუკა, პორტუგალიელი კარტოგრაფი ფერნაო ვაზ დურადო ( დაახლ. 1520 – c. 1580 ). ის მიეკუთვნება ე.წ. სიბრტყით რუკის მოდელს, სადაც დაკვირვებული განედები და მაგნიტური მიმართულებები პირდაპირ სიბრტყეში, მუდმივი მასშტაბით არის გამოსახული, თითქოს დედამიწის ზედაპირი ბრტყელი სიბრტყე იყოს (პორტუგალიის ეროვნული არქივი, ტორე დუ ტომბო, ლისაბონი)

ისტორიულად, პირველი პროექცია, რომელიც პტოლემეს თანახმად, დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 100 წელს , ტირიელმა მარინუსმა გამოიგონა, დღეს თანაბარ-მართკუთხოვანი პროექციას უწოდებენ (ისტორიულად, როგორც სიბრტყული რუკა, ფირფიტის კარეა). იმ დროს როცა ის ძალიან მოსახერხებელია ისეთი პატარა ზღვებისთვის, როგორიცაა ეგეოსის ზღვა, ის შეუფერებელია ხმელთაშუა ზღვაზე დიდი ზღვებისთვის ან ღია ოკეანესთვის, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ მკვლევარებს მისი გამოყენება უწევდათ უკეთესის არარსებობის გამო.

ამჟამად საზღვაო რუკების აბსოლუტურ უმრავლესობაზე მერკატორის პროექცია გამოიყენება. ვინაიდან მერკატორის პროექცია კონფორმულია, ანუ რუკაზე ორიენტაციები ბუნებით შესაბამისი კუთხეების იდენტურია, რუკაზე გამოსახული კურსები შეიძლება პირდაპირ გამოყენებულ იქნას, როგორც საჭესთან მართვის კურსი.

გნომონური პროექცია გამოიყენება დიდი წრიული მარშრუტების დასახაზად განკუთვნილი რუკებისთვის. NOAA იყენებს პოლიკონურ პროექციას დიდი ტბების ზოგიერთი რუკისთვის, როგორც დიდი, ასევე მცირე მასშტაბების შემთხვევაში.

რუკაზე ნაჩვენები ადგილების პოზიციების გაზომვა შესაძლებელია რუკის საზღვრებზე არსებული გრძედისა და განედის შკალებიდან, გეოდეზიურ მონაცემებთან შეფარდებით, ისეთი როგორიცაა WGS 84 .

მიმართულება ანუ ორიენტირი არის კუთხე ორ დამკვირვერბლისთვის საინტერესო წერტილს შორის არსებულ ხაზსა და ჩრდილოეთისკენ მიმავალ ხაზს შორის, მაგალითად, გემის კურსი ან კომპასის ნიშნული, რომელიც გვაჩვენებს ორიენტირებს ხმელეთის ლანდშაფტის მიმართ. საზღვაო რუკებზე რუკის ზედა ნაწილი ყოველთვის ნამდვილი ჩრდილოეთია და არა მაგნიტური ჩრდილოეთი, რომლისკენაც კომპასი მიუთითებს. რუკების უმეტესობას აქვს ე.წ. კომპასის ვარდის გამოსახულება, რომელიც ასახავს მაგნიტურ და ნამდვილ ჩრდილოეთს შორის განსხვავებას ანუ ვარიაციას .

ამავდროულად, მერკატორის პროექციის გამოყენებას აქვს ნაკლოვანებები. ეს პროექცია გრძედის ხაზებს პარალელურად აჩვენებს. რეალურ გლობუსზე გრძედის ხაზები ჩრდილოეთ ან სამხრეთ პოლუსთან მიახლოებისას იკრიბება. ეს ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მანძილები მაღალ განედებზე გაზვიადებულია. იმისათვის რომ მიღწეულ იქნას პროექციის კონფორმულობის შენარჩუნება, პროექცია პროპორციულად ზრდის განედის ხაზებს შორის ნაჩვენებ მანძილს (ჩრდილოეთ-სამხრეთის მანძილებს); ამრიგად, კვადრატი რუკაზე ყველგან კვადრატად არის ნაჩვენები, მაგრამ პოლარულ წრეზე კვადრატი ეკვატორზე იმავე ზომის კვადრატზე გაცილებით დიდი ჩანს. პრაქტიკული გამოყენებისას ეს უფრო ნაკლები პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. განედის ერთი წუთი, პრაქტიკული მიზნებისთვის, საზღვაო მილის ტოლია. ამიტომ, საზღვაო მილებში მანძილების გაზომვა შესაძლებელია რუკის გვერდზე დაბეჭდილი განედის გრადაციებით. [2]

ელექტრონული და ქაღალდის რუკები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბერინგის სრუტის ელექტრონული რუკის ნაწილი

ტრადიციული საზღვაო რუკები იბეჭდება დიდ ფურცლებზე სხვადასხვა მასშტაბის. მეზღვაურები, როგორც წესი, თან ატარებენ მრავალ რუკას, რათა საკმარისი დეტალები იყოს იმ ადგილების შესახებ, რომელთა მონახულებაც შეიძლება დასჭირდეთ. ელექტრონულ ნავიგაციურ რუკებს, რომლებიც იყენებენ კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფას და ელექტრონულ მონაცემთა ბაზებს ნავიგაციური ინფორმაციის მისაწოდებლად, შეუძლიათ ქაღალდის რუკებთან დამატებითი ინსტრუმენტი ან ზოგიერთ შემთხვევაში ჩანაცვლება, თუმცა ბევრი მეზღვაური ქაღალდის რუკებს სარეზერვოდ ატარებს იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული რუკების სისტემა გაუმართაობასთან იქნება დაკავშირებული.

დეტალები საზღვაო რუკაზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი ქვეყნის ჰიდროგრაფიული სააგენტო გამოსცემს „დიაგრამა 1“-ს, სადაც განმარტულია ყველა სიმბოლო, ტერმინი და აბრევიატურა, რომლებიც გამოიყენება მათ მიერ შექმნილ რუკებზე, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო გამოყენებისთვის. თითოეული ქვეყანა იწყებს IHO-ს INT 1 სტანდარტში მითითებული ძირითადი სიმბოლიკით და შემდეგ უფლება აქვს დაამატოს საკუთარი დამატებითი სიმბოლიკები თავის შიდა რუკებს, რომლებიც ასევე ახსნილია დიაგრამა 1-ის მის ვერსიაში. გემებს, როგორც წესი, მოეთხოვებათ დიაგრამა 1-ის ასლების თან ტარება თავიანთ ქაღალდის რუკებთან ერთად.

ავტომატურად მონიშნული საზღვაო რუკა

საზღვაო რუკებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნავიგაციისა და სიღრმის შესახებ ინფორმაცია. არსებობს რამდენიმე კომერციული პროგრამული პაკეტი, რომელიც ავტომატურად ათავსებს ეტიკეტებს ნებისმიერი სახის სახმელეთო თუ საზღვაო რუკებზე. თანამედროვე სისტემები წარმოადგენენ ელექტრონულ რუკებს, რომელიც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) მიერ გაცემული IHO S-52 სპეციფიკაცებს შეესაბამება.. [3]

საპილოტე ინფორმაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეერთებული შტატების NOAA-ს რუკის დეტალი, რომელიც აჩვენებს ნავსადგურის ტერიტორიას

რუკაზე მოცემული სიმბოლოები გამოიყენება რათა ნავიგატორებს მიაწოდოს საინტერესო საპილოტე ინფორმაცია მათთვის საჭირო ობიექტების ბუნებისა და პოზიციის შესახებ, ისეთები როგორიცაა ზღვის ფსკერის ინფორმაცია, საზღვაო ნიშანი და სახმელეთო ორიენტირები. ზოგიერთი სიმბოლო აღწერს ზღვის ფსკერს ისეთი ინფორმაციით, როგორიცაა მისი სიღრმე, მასალები, ასევე შესაძლო ნავიგაციური საფრთხეები, როგორიცაა ჩაძირული გემი . სხვა სიმბოლოები აჩვენებს მდებარეობას და მახასიათებლებს ისეთი ნავიგაციური ობიექტებისა როგორიცაა ნავიგაციური საშუალებების, როგორიცაა ბუიები, შუქურა ნიშნები, შუქურები, სანაპირო და სახმელეთო ობიექტები და სტრუქტურები, ეს ობიექტები სასარგებლოა ადგილმდებარეობის დასადგენად . აბრევიატურა „ED“ ჩვეულებრივ გამოიყენება იმ გეოგრაფიული ადგილების აღსანიშნავად, რომელთა არსებობაც საეჭვოა.

სხვადასხვა ფერები განასხვავებს ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილ ნაგებობებს, მშრალ ხმელეთს, მოქცევით შრობად ზღვის ფსკერს და მუდმივად წყალქვეშ მყოფ ზღვის ფსკერს და მიუთითებს წყლის სიღრმეზე.

სიღრმეები და სიმაღლეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფერის გამოყენება ბრიტანეთის ადმირალურ რუკებში

გაზომილი სიღრმეები მითითებულია რუკაზე მოცემული რიცხვებით. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში გამოქვეყნებულ რუკებზე სიღრმეები მეტრულ სისტემას იყენებს. ძველ რუკებზე, ასევე შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ რუკებზე, შეიძლება გამოყენებული იყოს ფუტები ან ფადომები . სიღრმის კონტურის ხაზები წყალქვეშა რელიეფის ფორმას აჩვენებს. ზღვის ფერადი ადგილები წყალმარჩხ ადგილებს და საშიშ წყალქვეშა დაბრკოლებებს უსვამს ხაზს. სიღრმეები იზომება ე.წ. რუკის მონაცემიდან(რუკის მონაცემები არის სიღრმის საწყისი დონე), რომელიც ადგილობრივ ზღვის დონეს უკავშირდება. რუკის მონაცემი განსხვავდება თითოეული ეროვნული ჰიდროგრაფიული ოფისის მიერ გამოყენებული სტანდარტის მიხედვით. ზოგადად, ტენდენცია მიმართულია ყველაზე დაბალი ასტრონომიული მოქცევის (LAT) გამოყენებისკენ, რაც სრული მოქცევის ციკლის განმავლობაში პროგნოზირებული ყველაზე დაბალი მოქცევაა, მაგრამ არამოქცევის რაიონებში და ზოგიერთ მოქცევის რაიონში გამოიყენება საშუალო ზღვის დონე (MSL).

სიმაღლეები, მაგალითად შუქურის, ზოგადად მოცემულია საშუალო მაღალი წყლის წყაროსთან (MHWS) მიმართებაში. ვერტიკალური კლირენსი, მაგალითად, ხიდის ან კაბელის ქვემოთ, მოცემულია უმაღლესი ასტრონომიული მოქცევის (HAT) მიმართებაში. რუკაზე მითითებული იქნება გამოყენებული შეფარდებითი რუკის მონაცემი (chart datum ინგლ.).

სიმაღლისთვის HAT-ის და სიღრმისთვის LAT-ის გამოყენება ნიშნავს, რომ მეზღვაურს შეუძლია სწრაფად გადახედოს რუკას, რათა დარწმუნდეს, რომ მას აქვს საკმარისი სიღრმე კილს ქვეშ ნებისმიერი დაბრკოლების გასავლელად, თუმცა შესაძლოა მას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოქცევის სიმაღლის გამოთვლა დასჭირდეს.

მოქცევის შესახებ ინფორმაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქცევის ნაკადებსა და ძლიერ დინებებს რუკაზე აქვთ სპეციალური სიმბოლოები. მოქცევის ნაკადის შესახებ ინფორმაცია რუკებზე შეიძლება ნაჩვენები იყოს ე.წ. მოქცევითი რომბების გამოყენებით, რაც მიუთითებს მოქცევითი ნაკადის სიჩქარესა და მიმართულებას მოქცევის ციკლის თითოეული საათის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Maritime Casualties 1999 And Before (2007). ციტირების თარიღი: August 25, 2018
  2. Nautical charts.
  3. Specifications for chart content and display aspects of ECDIS.