საზღვაო ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საზღვაო ისტორია განიხილავს ადამიანის ურთიერთობას ზღვასთან. მოიცავს ისტორიის ფართო თემატურ ელემენტს, რომელსაც ხშირად ესაჭიროება გლობალური მიდგომა. ეროვნული და რეგიონალური ისტორიები კი უცვლელი რჩება. საზღვაო ისტორია, როგორც აკადემიური საგანი, ხშირად აქცენტს აკეთებს კაცობრიობის განსხვავებულ ურთიერთობებზე დედამიწის ოკეანეებთან, ზღვებსა და მთავარ წყაროებთან. საზღვაო ისტორიის ჩანაწერები და ინტერპრეტაცია ხდება წარსული მოვლენების ფონზე, რაც მოიცავს გემებს, გადაზიდვას, ნავიგაციასა და მეზღვაურებს.[1]

საზღვაო ისტორია ფართო მასშტაბური საგანია, რომელიც მოიცავს თევზაობას, წყალქვეშა არსებებს, საერთაშორისო საზღვაო სამართალს, გემების ისტორიას, გემების დიზაინს, გემთმშენებლობას, ნაოსნობის ისტორიას, სხვადასხვა საზღვაო მეცნიერებების ისტორიას (ოკეანოგრაფია, კარტოგრაფია, ჰიდროგრაფია და ა.შ.), ზღვის შესწავლას, საზღვაო ეკონომიკასა და ვაჭრობას, ტრანსპორტირებას, ზღვისპირა კურორტებს, საზღვაო თემებს ლიტერატურაში, საზღვაო თემებს ხელოვნებაში, მეზღვაურთა და მგზავრთა სოციალურ ისტორიას და კიდევ ზღვასთან დაკავშირებული მრავალ თემას.[2] ამ სფეროში მრავალი მიდგომა არსებობს, ზოგჯერ ეს მიდგომა ორ ფართო კატეგორიად იყოფა: ტრადიციონალისტურად და უტილარისტულად.[3]

ისტორიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი ქვეყნის ისტორიკოსებმა გამოაქვეყნეს მონოგრაფიები, პოპულარული სამეცნიერო სტატიები და საარქივო რესურსების კრებული. წამყვანი ჟურნალი არის საზღვაო ისტორიის საერთაშორისო ჟურნალი, სრულად დამოწმებული სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც წელიწადში ორჯერ ქვეყნდება საერთაშორისო საზღვაო ისტორიის ასოციაციის მიერ. კანადაში განთავსებული საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია იკვლევს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი ისტორიის საზღვაო ზომებს. დამატებითი ცნობებისთვის, იხილეთ ჯორჯ ჰატენდორფის მიერ რედაქტირებული ოთხტომომიანი, საზღვაო ისტორიის ოქსფორდის ენციკლოპედია (ოქსფორდი, 2007), რომელიც შეიცავს 400 მეცნიერის 900-ზე მეტ სტატიას და მოიცავს 2900 გვერდს.[4]

ასევე იხილეთ:

ანტიკური დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Ancient_maritime_history

საზღვაო ისტორია ათასობით წლით თარიღდება. ძველ საზღვაო ისტორიაში ცივილიზაციებს შორის საზღვაო ვაჭრობის მტკიცებულება თარიღდება მინიმუმ ორი ათასწლეულით. გემები ჩვეულებრივ გამოიყენებოდა სანაპირო თევზაობისა და მოგზაურობისთვის. დიდი ბრიტანეთის კუნძულ ვალის მახლობლად ნაპოვნია მეზოლითური ნავსადგური.[5]

ავსტრონეზიელები იყვნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც გამოიგონეს ოკეანის მცურავი საშუალებები.[6] ძველ ეგვიპტელებს საკმაოდ გამართული მცურავი საშუალება გააჩნდათ.[7] ამ დარგს მართავს აეროდინამიკის მეცნიერება.

ასევე იხილეთ:

ნავიგაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/History_of_navigation

ბალატიკი დიდი იალქნიანი გემია, რომელიც გამოიყენებოდა უძველეს საზღვაო სავაჭრო მარშრუტებში.

ძვ.წ. 1000 წლისთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის კუნძულებში ავსტრალიელები უკვე ჩართულნი იყვნენ რეგულარულ საზღვაო ვაჭრობაში ჩინეთთან, სამხრეთ აზიასა და შუა აღმოსავლეთთან. მცურავი საშუალებების თანდათანობით განვითარებამ მათ ხელი შეუწყო ამ საქმიანობაში. მაგ: ინდოეთში ბანანებისა და შაქრის შეტანას, რომელთაგანაც ზოგმა საბოლოოდ მიაღწია ევროპას, სპარსელი და არაბი მოვაჭრეების საშუალებით.[8] [9] 200 წელს ერთ-ერთი ჩინელის ჩანაწერი აღწერს ავსტრიის ერთ–ერთ გემს, სახელწოდებით ,,kunlun bo or k'unlun po". ეს შეიძლება, ასევე ყოფილიყო ბერძნების მიერ ცნობილი "კოლანადოფონტა", რომელსაც აქვს 4-7 ანძა. ჩრდილოეთ ევროპელმა ვიკინგებმა შექმნეს ოკეანური ხომალდები, რომელზეც დიდწილად იყო დამოკიდებული მოგზაურობა და მოსახლეობის გადაადგილება 1000 წლამდე. ჩინეთმა X საუკუნეში დაიწყო საზღვაო გემების მშენებლობა. ჩინურ გემს საფუძვლად უდევს ავსტრალიური ხომალდი[10] ჩინეთი ადრეულ პერიოდში აწარმოებდა წიწაკის, ყვავილოვანი კომბოსტოს და სხვადასხვა სანელებლების ექსპორტს.

ზღვა იყო საქონლის გადაზიდვის ყველაზე უსაფრთხო გზა. გრძელმა სავაჭრო მარშრუტებმა შექმნეს დიდი და პოპულარული სავაჭრო პორტები სახელწოდებით ,,Entrepôts". [11] აქედან სამი განსაკუთრებით პოპულარული იყო, რომლებიც გამოირჩეოდნენ ეთნიკური მრავალფეროვნებით.[12]

ინჟინერ-მექანიკოსმა მა ჯუნმა (ახ. წ. 200-265 წწ.) გამოიგონა სამხრეთისკენ მიმავალი ეტლი, ბორბლიანი დანადგარი, განსხვავებული აპარატით, რომელიც მხოლოდ სამხრეთსკენ იყო მიმართული (სამხრეთს აჩვენებდა). სწორედ ეს ასტროლაბი იყო ნავიგაციის მთავარი ინსტრუმენტი ადრეულ, თანამედროვე საზღვაო ისტორიაში.[13]

მაგნიტური ნემსის კომპასის აღმოჩენის ზუსტი თარიღი დაუდგენელია, მაგრამ სანავიგაციო მოწყობილობის ადრეული წყარო იყო Shen Kuo-ს მიერ წარმოდგენილ ნარკვევებში (1088 წ).[14] კომპასის ადრეული მოდელი შედგებოდა მცურავი, მაგნიტიზირებული საყრდენის ნემსისგან, რომელიც ტრიალებდა წყლით სავსე თასში, სანამ არ იქნებოდა სწორ მდგომარეობაში დედამიწის მაგნიტურ ბოძებთან მიმართებაში. ჩინელი მეზღვაურები იყენებდნენ "სველ" კომპასს სამხრეთ კარდინალური მიმართულების დასადგენად ჯერ კიდევ 1117 წლისთვის.

უძველესი ცნობილი რუკა აღმოჩენილ იქნა ესპანურ გამოქვაბულში პილარ უტრილას მიერ.[15]

გემები, საზღვაო ხომალდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანტა-მარია

ძირითადი წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Medieval_ships

განსხვავებული გემები არსებობდა შუა საუკუნეებში. ჩუანის - ჩინური გემის დიზაინი ინოვაციური იყო. ლორგია იყო გემის ტიპი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ძლიერ განვითარდა, მისი ყველაზე ცნობილი მომხმარებლის, ვიკინგების მიერ, დაახლოებით IX საუკუნეში. კნარი სატვირთო გემის ტიპი იყო. ქურუმი იყო დიზაინი, რომელიც დიდხანს და ფართო მასშტაბით გამოიყენებოდა XII საუკუნეში. ქარავანი იყო გემი, რომელიც გამოიგონეს ისლამურ იბერიაში და გამოიყენებოდა ხმელთაშუა ზღვაში XI საუკუნიდან.[16] კრეკი - კიდევ ერთი ტიპის გემი, რომელიც გამოიგონეს ხმელთაშუა ზღვაში XV საუკუნეში. ეს უფრო დიდი ჭურჭელი იყო, ვიდრე ქარავანი. კოლუმბის გემი,,, სანტა მარია", კარაოკის ცნობილი ნიმუში იყო.

აღმოჩენების ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი წყარო - https://en.wikipedia.org/wiki/Age_of_Discovery

აღმოჩენის ხანა ეწოდება პერიოდს XV საუკუნის დასაწყისიდან და XVII საუკუნის დასაწყისამდე. ამ დროის განმავლობაში, ევროპული ხომალდები მოგზაურობდნენ მთელი მსოფლიოს გარშემო ახალი სავაჭრო მარშრუტებისა და პარტნიორების მოსაძებნად, ევროპაში კაპიტალიზმის შენარჩუნების მიზნით. ისტორიკოსები ხშირად მოიხსენიებენ ამ ეპოქას ,,აღმოჩენის ხანად". ამ მოგზაურობის განმავლობაში ევროპელები შეხვდნენ სხვადასხვა ხალხებს და დააფიქსირეს მიწები, რომლებიც აქამდე მათთვის უცნობი იყო.

ქრისტეფორე კოლუმბი ცნობილი აღმომჩენი და საზღვაო მაძიებელი იყო, რომელიც ისტორიული ფიგურებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, როგორც ამერიკის აღმომჩენი. კოლუმბის მოგზაურობები ძირითადად დასავლეთ ნახევარსფეროს გამოძიების მიზნით ხორციელდებოდა. ისტორია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს 1492 წლის მის პირველ მოგზაურობას. 1492 წლამდე პერიოდი ცნობილია, როგორც პრე-კოლუმბიური პერიოდი.

ჯონ კაბოტი იყო გენოელი აღმომჩენი და მაძიებელი, რომელსაც ჩვეულებრივ მოიხსენიებდნენ, როგორც პირველ ევროპელს, რომელიც დაეშვა ჩრდილოეთ ამერიკის მატერიკზე, 1497 წელს. სებასტიან კაბოტი იყო იტალიელი.

ჯონ კაბოტი (John Cabot)
დაბადების თარიღი 1455 წელი
გენუა
გარდაცვალების თარიღი 1499 წელი
ეროვნება იტალიელი
საქმიანობა მოგზაური
ჯეიმზ კუკი (James Cook)
დაბადების თარიღი 7 ნოემბერი, 1728 წელი
Marton-in-Cleveland, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვალების თარიღი 14 თებერვალი, 1779 წელი
Kealakekua Bay, ჰავაის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნება ინგლისელი
საქმიანობა მოგზაური
ფერნანდო მაგელანი (Ferdinand Magellan)
დაბადების თარიღი 1480 წელი
საბროზა, პორტუგალიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 27 აპრილი, 1521 წელი
მაქტანის სამეფო
ეროვნება პორტუგალიელი
საქმიანობა მოგზაური
ჰენრი ჰუდსონი (Henry Hudson)
დაბადების თარიღი 1570 წელი
ლონდონი
გარდაცვალების თარიღი 1611 წელი
ჰუდსონის ყურე, კანადა
ეროვნება ინგლისელი
საქმიანობა მოგზაური, მკვლევარი
ვასკო და გამა (Vasco da Gama)
დაბადების თარიღი 1460/1469 წელი
სინესი (პორტუგალია)
გარდაცვალების თარიღი 1524 წელი
კოჩი
ეროვნება პორტუგალიელი
საქმიანობა მოგზაური
ქრისტეფორე კოლუმბი (Christopher Columbus)
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1451 წელი
გენუა, იტალია
გარდაცვალების თარიღი 20 მაისი, 1506 წელი
ვალიადოლიდი, ესპანეთი
ეროვნება იტალიელი
საქმიანობა მოგზაური

ჟაკ კარტერი - ფრანგი აღმომჩენი, რომელმაც პირველად გამოიკვლია და აღწერა მდინარე სენტ-ლოურენსის ყურე და ნაპირები, რომელსაც მან კანადა დაარქვა. ხუან ფერნანდესი იყო ესპანელი მკვლევარი და აღმომჩენი. სავარაუდოდ, 1563 და 1574 წლებში მან აღმოაჩინა ხუან-ფერნანდესის კუნძულები ჩილეს ვალპარაისოს დასავლეთით. მან ასევე აღმოაჩინა წყნარი ოკეანის კუნძულები სან ფელიქსი და სან ამბროსიო 1574 წელს. პერიოდის სხვა ცნობილ მკვლევრებს შორის იყვნენ: ვასკო და გამა, პედრო ელვარესი კაბალი, იერმაკი, ხუან პონსე დე ლეონი, ფრანცისკო კორონადო, ხუან სებასტიან ელკანო, ბართლომეუ დიასი, ფერნანდო მაგელანი, უილიამ ბარენცესი, აბელ ტასმანი, ჟან ალფონსი, უილიამ ჯონსი, კაპიტანი ჯეიმზ კუკი, ჰენრი ჰუდსონი და ა.შ.

Peter Martyr d' Anghiera იყო ისტორიკოსი, წარმოშობით იტალიელი. მან დაწერა გამოძიებების პირველი ცნობები ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, მთელი რიგი წერილებით და მოხსენებებით, რომლებიც 1511-1530 წლების ორიგინალურ ლათინურ გამოცემებში იყო დაბეჭდილი. ამდენად, მას დიდი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიისა და აღმოჩენების ისტორიაში.

არაბული სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბეთის იმპერიამ შეინარჩუნა და გააფართოვა სავაჭრო ქსელი აზიის, აფრიკის და ევროპის ნაწილებში. ამან ხელი შეუწყო არაბთა იმპერიას, როგორც მსოფლიოს წამყვან ფართო ეკონომიკურ ძალას VII-XIII საუკუნეებში.[17] ბელიტუნგი არის უძველესი არაბული ხომალდი, რომელმაც აზიას მიაღწია. იგი 1000 წლით თარიღდება.

ნილოსის, ტიგროსისა და ევფრატის გარდა, ისლამურ რეგიონებში მდინარეები იშვიათი იყო. სწორედ ამიტომ საზღვაო ტრანსპორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ისლამური გეოგრაფია და სანავიგაციო მეცნიერებები ძალიან განვითარდა ამ პერიოდში. შეიქმნა მაგნიტური კომპასი და რუდიმენტული ინსტრუმენტი, რომელიც ცნობილია კამალად.

საზღვაო მარშრუტების კონტროლი ევალებოდა ისლამური ერის პოლიტიკურ და სამხედრო ძალას. საზღვაო ვაჭრობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა. არაბები პირველები იყვნენ, რომლებმაც ინდოეთის ოკეანე გადალახეს. საზღვაო ვაჭრობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სანაპირო პორტებისა და ისეთი ქალაქებისთვის, როგორიცაა სტამბოლი. საზღვაო ვაჭრობამ საშუალება მისცა საკვებისა და მარაგის განაწილებას შუა აღმოსავლეთში მთელი მოსახლეობისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Oxford Encyclopedia of Maritime History
  • Mahdi, Waruno (1999). "The Dispersal of Austronesian boat forms in the Indian Ocean". In Blench, Roger; Spriggs, Matthew (eds.). Archaeology and Language III: Artefacts languages, and texts. One World Archaeology. 34. Routledge. pp. 144–179. ISBN 0415100542
  • Doran, Edwin B. (1981). Wangka: Austronesian Canoe Origins. Texas A&M University Press. ISBN 9780890961070 ISBN 9780890961070.
  • lockard, Craig (Summer 2018). ""The Sea Common to All": Maritime Frontiers, Port Cities, and Chinese Traders in the Southeast Asian Age of Commerce, ca". Journal of World History. 21 (2): 29 – via jstor.
  • Environment, trade and society in Southeast Asia : a longue durée perspective. Henley, David, 1963-, Schulte Nordholt, Henk, 1953-, Boomgaard, P., 1946-. Leiden. 2015. ISBN 9789004288058 OCLC 907808637
  • Paine, Lincoln (2013). The sea and civilization : a maritime history of the world (First ed.). New York: Knopf Doubleday Publishing Group. p. 383.ISBN 9781400044092
  • Launer, Donald (2009). Navigation Through the Ages. Dobbs Ferry, NY: Sheridan House. p. 22. ISBN 9781574092783
  • Edward, Huth, John. The lost art of finding our way (First Harvard University Press paperback ed.). Cambridge, Massachusetts. ISBN 978-0674088078 . OCLC 906121505.
  • John M. Hobson (2004), The Eastern Origins of Western Civilisation, p. 141, Cambridge University Press, ISBN 0-521-54724-5
  • John M. Hobson (2004), The Eastern Origins of Western Civilisation, p. 29–30, Cambridge University Press, ISBN 0-521-54724-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.edumaritime.net/ "Worldwide Maritime Logistics Supply Chain Jobs"
  2. https://en.wikipedia.org/wiki/John_B._Hattendorf, editor in chief, https://en.wikipedia.org/wiki/Oxford_Encyclopedia_of_Maritime_History, (Oxford, 2007), volume 1, introduction.
  3. Joshua M. Smith, “Toward a Taxonomy of Maritime Historians,” https://en.wikipedia.org/wiki/International_Journal_of_Maritime_History XXV:2 (December, 2013), 1-16.
  4. The Oxford Encyclopedia of Maritime History
  5. Schiermeier, Quirin (2015-02-26). https://www.nature.com/news/ancient-dna-reveals-how-wheat-came-to-prehistoric-britain-1.17010#/ref-link-1
  6. https://www.smh.com.au/entertainment/austronesians-were-first-to-sail-the-seas-20081211-gdt65p.html
  7. https://en.wikipedia.org/wiki/Hatshepsut , oversaw the preparations and funding of an expedition of five ships, each measuring seventy feet long, and with several sails. Various others exist, also.
  8. Mahdi, Waruno (1999). "The Dispersal of Austronesian boat forms in the Indian Ocean". In Blench, Roger; Spriggs, Matthew (eds.). Archaeology and Language III: Artefacts languages, and texts. One World Archaeology. 34. Routledge. pp. 144–179. ISBN 0415100542
  9. Doran, Edwin B. (1981). Wangka: Austronesian Canoe Origins. Texas A&M University Press. ISBN 9780890961070 ISBN 9780890961070.
  10. Mudie, Rosemary; Mudie, Colin (1975), https://books.google.ge/books?id=SyFUAAAAMAAJ&q=History+Chinese+Junk+sail&dq=History+Chinese+Junk+sail&redir_esc=y&hl=ka, Arco Publishing Co., p. 152
  11. lockard, Craig (Summer 2018). ""The Sea Common to All": Maritime Frontiers, Port Cities, and Chinese Traders in the Southeast Asian Age of Commerce, ca". Journal of World History. 21 (2): 29 – via jstor.
  12. Environment, trade and society in Southeast Asia : a longue durée perspective. Henley, David, 1963-, Schulte Nordholt, Henk, 1953-, Boomgaard, P., 1946-. Leiden. 2015. ISBN 9789004288058 OCLC 907808637
  13. Paine, Lincoln (2013). The sea and civilization : a maritime history of the world (First ed.). New York: Knopf Doubleday Publishing Group. p. 383.ISBN 9781400044092
  14. Launer, Donald (2009). Navigation Through the Ages. Dobbs Ferry, NY: Sheridan House. p. 22. ISBN 9781574092783
  15. Edward, Huth, John. The lost art of finding our way (First Harvard University Press paperback ed.). Cambridge, Massachusetts. ISBN 978-0674088078. OCLC 906121505.
  16. John M. Hobson (2004), The Eastern Origins of Western Civilisation, p. 141, Cambridge University Press, ISBN 0-521-54724-5
  17. John M. Hobson (2004), The Eastern Origins of Western Civilisation, p. 29–30, Cambridge University Press, ISBN 0-521-54724-5