საზღავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საზღავი, საზღაო, საზღავო — ძველი ქართული იურიდიული ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა:

  • გადასახად-გამოსაღები;
  • ფასის ნახევარი, რომელსაც „სამოყალნო“ ანუ საბეგრო ადგილ-მამულის ფასდაკლებით გაყიდვის შემთხვევაში შეფასებისას „Vამოუშვებდნენ“ (სრულ ფასს დააკლებდნენ);
  • ქონებრივი სასჯელი, რომელიც დამნაშავეს მარტივი ქურდობის (კერძოდ, ცხენის პირველად მოპარვისა) და მსუბუქი დაჭრისათვის ეკისრებოდა.

ასეთი საზღაურების მიღებას „საზღავად აღება“ ერქვა. „ეკლესიის კაცთა“ დაზარალების შემთხვევაში საზღავს ეკლესია ჩაიბარებდა. პარვის საზღავი იგივე იყო, რაც საზღაური შვიდეული. მიწის ნაკვეთს საზღავად მოწმეთა თანდასწრებით იღებდნენ. საზღავად აღებულ სახლს კაბალა დაედებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953, გვ. 206, 363;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ტფ., 1929;
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 8, გვ. 652, თბ., 1984