საზედამხედველო და სამომსახურებო დირექცია
საზედამხედველო და სამომსახურებო დირექცია (გერმ. Die Aufsichts- und Dienstleistungsdirektion), გერმანული აბრევიაციით ADD – ა-დე-დე, - რაინლანდ-პფალცის მხარის ცენტრალური ადმინისტრაციული უწყება, რომლის მთავარი შტაბ-ბინა ტრირში მდებარეობს და 2000 წლიდან წარმოადგენს შუამავალ სამმართველოს მხარის მთავრობასა და კომუნალურ თვითმმართველობას შორის.
ა-დე-დეს მონათესავე უწყებები არის სასტრუქტურო და სანებართვო საქმეთა დირექციები (შემოკლ. SGD) „ნორდი“ (ჩრდილოეთი) კობლენცში და „ზიუდი“ (სამხრეთი) ნოიშტადტ ან დერ ვაინშტრასეში.
ორგანიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა-დე-დე სათავეში უდგას პრეზიდენტი, რომელიც სახელდება პრემიერ-მინისტრის მიერ. პრეზიდენტს მოადგილეობს ვიცე-პრეზიდენტი. ორივე პირი პოლიტიკურ მოხელეებს წარმოადგენენ.
ა-დე-დეს განყოფილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განყოფილება 1: მთავარი ამოცანები:
- საზღვარზე მავალთა თანამშრომლობა - ევროპა
- ევრიკავშირის წამახალისებელი პროგრამები - ინტერრეგ 4a დიდი რეგიონი
- ა-დე-დეს პრესის გაყოფილება
- მთავარი ამოცანები, დაჯილდოებები, პატივგებები და მისთ. დაჯილდოებები, პატივგებები, სახელმწიფო სიმბოლოები
- პერსონალური სამმართველო
- თანადროული ამმართველო
- ზარალის რეგულირების კანტორა, კობლენცი
- მოხელეთა სამსახურის დროის დამდგენი კანტორა
- სპეციალური განათლება
- საინფორმაციო ტექნიკა
- გარემოს დაცვის ინფორმაციები
- შიდა ბაზარი-საინფორმაციო სისტემა
განყოფილება 2: კომუნალური და საპროტექტორო ამოცანები, სოციალური სფერო
- კომუნალური ზედამხედველობა
- კომუნალური განვითარება, სპორტი, ძეგლთა დაცვა
- ექსპერიმენტული ბინათ- და ქალაქმშენებლობა
- შეჯიბრება - ჩვენს სოფელს აქვს მომავალი -
- სოფლის განახლება
- ქალაქმშენებლობითი განახლება
- ინვესტიცია
- სასპორტო, სათამაშო და თავისუფალი დროის გატარების ნაგებობათა მშენებლობის წახალისება
- სახანძრო და უბედური შემთხვევების სამსახური / სამაშველო სამსახური
- წესრიგის დაცვა, პროტექტორატის საქმეები, უცხოელ სამხედროთა საგასამრჯელო განყოფილება
- სოციალური სფეროს, ოჯახის, ლტოლვილთა დაცვა
- ფონდები
- საომარ საშუალებათა გაუვნებელყოფის სამსახური
- თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები დაწესებულება
- თავისუფლების შეზღუდევის დაწესებულება ქვეყნის დატოვების ვალდებულთათვის
განყოფილება 3: სკოლები
- სასკოლო სტრუქტრუების განვითარება და სკოლების განვითარების დაგეგმვა
- რაინლანდ-პფალცის სკოლებში ადგილის დასაკავებელი კონკურსის განცხადებები და ამონაწერები ვაკანტური თანამდებობების შესახებ
- სამთელდღეო სკოლები
- სასკოლო ზედამხედველობა
- განცხადებები და ინფორმაციები
- წახალისება და ფულადი დანამატები
- უცხოური საბუთების ცნობა
- სამეცნიერო გამოკვლევები
- საერთაშორისო ურთიერთობები
- ქალებისა და მამაკაცების უფლებრივი გათანაბრება სკოლებში
- პროექტი მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაცვა
- პროექტი განვრცობილი დამოუკიდებლობა (პე-ე-ესი)
- თავისუფალი სასწავლო დაწესებულებები
- სასკოლო სპორტი
ხარისხის გარანტიის, ევალუაციის (შეფასება) და სკოლების დამოუკიდებლობის სააგენტო (ა-ქუ-ესი)
განყოფილება 4: აგრიკულტურა, მეღვინეობა, სამეურნეო სამართალი
- სოფლის მეურენეობა და მეღვინეობა
- აგრიკულტურული ზედამხედველობა
- აგრაგული სფეროს წახალისება და ვეტერინარული შემოწმების სამსახური
- სოფლის განვითარება
- სამეურნეო სამართალი და ფასების ზედამხედველობა, კვების უზრუნველყოფა
- აქტუალური რიცხვები კვების მრეწველობიდან / ფასების განვითარება ცხოველთა სასაკლაო ბაზრებზე
- საკომასაციო დასკვნების კანტორა.