საზარელი ზღაპრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საზარელი ზღაპრები
ჟანრი
ავტორი ჯონ ლოგანი
მონაწილეობენ რივ კარნი
ტიმოთი დალტონი
ევა გრინი
რორი კინერი
ბილი პაიპერი
პიპა ჰარისი
დენი საპანი
გარი ტრედევეი
ჯოშ ჰარტნეტი
ხელენ მაკრორი
საიმონ რასელ ბილი
ქვეყანა აშშ
დიდი ბრიტანეთი
ენა ინგლისური
სეზონი 2
ეპიზოდი 18 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ჯონ ლოგანი
სემ მენდესი
პიპა ჰარისი
ხანგრძლივობა 47–59 წუთი (ეპიზოდი)
ეთერი
ჩვენების ფორმატი 480i (SDTV),
1080i (HDTV)
ეთერში 11 მაისი, 2014 (2014-05-11) — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი


საზარელი ზღაპრები“ (ინგლ. Penny Dreadful) — ბრიტანულ-ამერიკული საშინელებათა ჟანრის სერიალი, შექმნილი ტელეკომპანია Showtime-სთვის ჯონ ლოგანის მიერ. ის არის შოუს აღმასრულებელი პროდიუსერ სემ მენდესთან ერთად. პრემიერა გაიმართა 2014 წლის 11 მაისს.

სერიალში ნაჩვენები არიან XIX საუკუნის ბრიტანული და ირლანდიური მხატვრული ნამუშევრების პერსონაჟები, მაგალითად დორიან გრეი ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტიდან“ (1891), მინა ჰარკერი ბრემ სტოკერის „დრაკულადან“ (1897) და ვიქტორ ფრანკენშტაინი მერი შელის „ფრანკენშტეინიდან“ (1818).

მსახიობები და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რივ კარნი - დორიან გრეი, ქარიზმატული, დაუბერებელი და უკვდავი.
  • ტიმოთი დალტონი - მალკოლმ მიურეი, აფრიკაში მოგზაური და მკვლევარი რომელსაც აქვს მისია მოძებნოს დაკარგული შვილი მინა.
  • ევა გრინი - ვანესა აივსი, იგი იდუმალია და ტავად ადასტურებს რომ ძალაა რომელსაც პატივი უნდა სცე.
  • რორი კინერი - არსება, ფრანკენშტეინის შექმნილი არსებაა რომელიც მან მიატოვა და სახელიც არ დაარქვა. ის უმეტესად იყენებს სახელს - ჯონ კლერი.
  • ბილი პაიპერი - ბრონა კროფტი/ლილი ფრანკენშტეინი, ირლანდიელი ემიგრანტი რომელიც ცდილობს სასტიკ წარსულს გაექცეს.
  • დენი საპანი - სემბენე, მალკოლმის მოკავშირე მისტიური პერსონათი. (1-2 სეზონი)
  • გარი ტრედევეი - ექიმი ვიკტორ ფრანკენშტეინი, ამპარტავანი ახალგაზრდა კაცი, რომლის მთელი ცხოვრება ტრიალებს მისი სიკვდილის უკუქცევის კვლევების გარშებო.
  • ჯოშ ჰარტნეტი - ეთან ლოურენს ტალბოტი (უფრო მეტად ცნობილია სახელით ეტან ჩანდლერი), მომხიბლავი, თავხედი და გაბედული ამერიკელი კაცი, რომელსაც ძალადობა ეზიზღება.
  • ხელენ მაკრორი - ეველინ პული, პროფესიული სპირიტუალისტი ცნობილი სახელით მადამ კალი. ის არის ალქაჯი და ალქაჯთა საიდუმლო კრების "Nightcomers-ის მმართველი.
  • საიმონ რასელ ბილი - ფერდინანდ ლაილი, ექსცენტრიული ეგვიპტოლოგი.

დამხმარე პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოლივია ლეველინი - მინა ჰარკერი, მალკოლმის ქალიშვილი და ვანესას ბავშვობის მეგობარი, რომელიც გაიტაცეს. (1-2 სეზონი)
  • ალექს პრაისი - პროტეუსი, ფრანკენშტეინის ქმნილება, ამავე სახელწოდების ლიტერატურული პერსონაჟის სახელობის, რომელიც მოკლა ფრანკენშტეინის ძველმა ქმნილებამ. (1-2 სეზონი)
  • რობერტ ნეირნი - უძველესი ვამპირი, უკვდავი, გაუგებელი ბოროტი არსება და ის ვინც მინა გაიტაცა. (1 სეზონი)
  • ოლი ალექსანდრი - ფენტონი, ვამპირების მინიონი. (1 სეზონი)
  • ნონი სტაპლეტონი - გლეიდის მიურეი, მალკოლმის ცოლი და პიტერის და მინას დედა. (1-2 სეზონი)
  • გრეჰამ ბატლერი - პიტერ მიურეი, გლეიდისის და მალკოლმის შვილი, რომელიც გარდაიცვალა მამამისის ერთ-ერთი ექსპედიციის დროს. (1-2 სეზონი)
  • ალუნ არმსტრონგი - ვინსენტ ბრანტი, მსახიობთა დასის ლიდერი თეატრ (Grand Guignol-ში). (1 სეზონი)
  • ხანა ტოინტონი - მაუდ განესონი, მსახიობი Grand Guignol-ში. (1 სეზონი)
  • გევინ ფელერი - სიმონი, მაუდის პარტნიორო რომელსაც არ მოსწონს და ცუდად ექცევა "არსებას". (1 სეზონი)
  • დევიდ უორნერი - (აბრაჰამ ვან ჰელსინგი), ექიმი და ფრანკენშტეინის კოლეგა. (1 სეზონი)
  • სტეფენ ლორდი - ვორენ როპერი, პინკრტონის აგენტი დაქირავებული იმისთვის რომ, ჩანდლერი დააბრუნოს ამერიკაში.(1-2 სეზონი)
  • სარა გრინი - ჰეკატე პული, ეველინის უფროსი ქალიშვილი. (2 სეზონი)
  • დუგლას ჰოჯი - ბარტოლომეო რასკი, "სკოტლანდ იარდის" ინსპექტორი, რომელიც იძიებს მარინერის სასტუმროში ხოცვას. (2 სეზონი)
  • ჯონი ბოშამპი - ანჟელიკი, იდუმალი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ეფლირტავება დორიანს. (2 სეზონი)
  • დევიდ ჰეიგი - ოსკარ პუტნი, არც ისე პოპულარული ცვილის ფიგურების მუზეუმის მფლობელია, მასზე მუშაობს "არსება". (2 სეზონი)
  • რუტ გემელი - ოქტავია პუტნი, ოსკარის ცოლი რომელსაც არ მოსწონს "არსება". (2 სეზონი)
  • ტამსინ ტოპოლსკი - ლავინია პუტნი, ოსკარისა და ოქტავიას ბრმა ქალიშვილი, რომელიც მეგობრობს "არსებასთან". (2 სეზონი)
  • რონან ვიბერტი - ჯეფრი ჰაუქსი, მიწის მესაკუთრე, რომელიც ჩავარდა ეველინის გავლენის ქვეშ. (2 სეზონი)

წარმოება და განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის იანვარში Showtime-მა განაცხადა რომ დაიწყო ახალი სერიალისთვის მზადება რომლის შემქმენელები, სცენარისტები და პროდიუსერები ჯონ ლოგანი და სემ მენდესი გახდნენ. ისინი ადრე მუშაობდნენ როგორც სცენარისტები და პროდიუსერები ფილმზე სკაიფოლი. 2013 წლის მარტში გამოცხადდა რომ სერიალს გადაიღებდნენ დიდ ბრიტანეთში ლონდონში მაგრამ, შემდგომ გამოცხადდა რომ გადაღებები მიმდინარეობდა დუბლინში ირლანდიაში. გადაღებები პირველი სეზონისთვის დაიწყო 7 ოქტომბერს და გაგრძელდა ხუთი თვე. 2013 წლკის დეკემბერში Showtime-მა გამოაცხადა საზარელი ზღაპრების წარმოების ბლოგი, სადაც ყველას შეეძლო ენახა გადასაღები მოედანი კადრს მიღმა.

ჯ. ა. ბაიონა გამოცხადდა პირველი ორი სერიის რეჯისორად ხოლო დარჩენილი სეზონების რეჟისორები გახდნენ: დიერბლა უოლში, ქოქი ჯიდროისი და ჯეიმზ ჰოზი.

2014 წლის თებერვალში კი Showtime-მა, გამოუშვა პირველი ოფიციალური სრულმეტრაჟიანი ტრეილერი. 2014 წლის "San Diego Comic-Con International"-ზე ლოგანმა განაცხადა რომ მესამე სეზონში გამოიყენებდა პერსონაჟებს წიგნიდან " The Island of Doctor Moreau".

კრიტიკოსთა შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე სეზონმა კრიტიკოსებისაგან დადებითი შეფასება მიიღო. Metacritic-ის ნიშანი პირველ სეზონზე იყო 70 100-დან დაფუძნებული 37 მიმოხილვაზე, Rotten Tomatoes-ზე კი 78%, რეიტინგი ჰქონდა დაახლოებით 7.3 10-დან 55 მიმოხილვით

Metacritic-ის ნიშანი მეორე სეზონზე იყო 77 100-დან დაფუძნებული 44 მიმოხილვაზე, Rotten Tomatoes-ზე კი 100%, რეიტინგი ჰქონდა დაახლოებით 7.6 10-დან 18 მიმოხილვით

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]