სავოიის ალპები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სავოიის ალპები
სავოიის ალპები
სავოიის ალპები
კოორდინატები: 45°58′ ჩ. გ. 6°58′ ა. გ. / 45.967° ჩ. გ. 6.967° ა. გ. / 45.967; 6.967
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სავოიის ალპები — საფრანგეთი
სავოიის ალპები

სავოიის ალპები (ფრანგ. Alpes de Savoie) — დასავლეთი ალპების ჩრდილოეთი მონაკვეთი. მდებარეობს უმეტესწილად საფრანგეთის ტერიტორიაზე (ისტორიული მხარე სავოია). მოიცავს რამდენიმე მაღალმთიან მასივს, რომელთაგან მნიშვნელოვანია მონბლანის მასივი, ვანუაზი, ბოფორი, ბელდონი და სხვა. ძირითადად აგებულია გრანიტებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. დანაწევრეულია მდინარე იზერისა და მისი შენაკადების ღრმა ტროგული ხეობებით. გრეზიდოვანის ხეობის დასავლეთით განლაგებულია კირქვიანი პრეალპები. ფერდობებზე ზღვის დონიდან 800 მ-მდე გაბატონებულია ფართოფოთლოვანი ტყე, სადაც ჭარბობს მუხა და წაბლი. 1800 მ-მდე გვხვდება შერეული და წიწვოვანი ტყე, 2800 მ-მდე მაღალმთის მდელოებია. კიდევ უფრო მაღლა ნივალური სარტყელია, სადაც გაბატონებულია მუდმივი თოვლი და მყინვარები.

1924 წლის შეთანხმების საფუძველზე სავოიის ალპები არ განიხილება როგორც ცალკეული მთების ჯგუფი, არამედ არის გრაის ალპების და ნაწილობრივ სავოიის პრეალპების ნაწილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]