სავიტრი ჯინდალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავიტრი ჯინდალი
დაბადების თარიღი 20 მარტი 1952 (72 წლის)
ტინუსკია, ასამი, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა პოლიტიკოსი, ბიზნესმენი
პარტია ინოეთის ეროვნული კონგრესი

სავიტრი დევი ჯინდალი (დ. 20 მარტი, 1950 )  ინდოელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. იგი გახლდათ  ინდოეთის უმსხვილეს მეტალურგიულ-ენერგეტიკულ კონგლომერატის O.P. JindalGroup ემერიტუსის თავმჯდომარე. ასევე არის მაჰარაჯა აგრასენის სამედიცინო კოლეჯის, აგროჰას პრეზიდენტი. ჯინდალის ოჯახის წმინდა ქონება შეფასებულია 20,5 მილიარდ დოლარად.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი სავიტრი დევი ჯინდალი ინდოეთში, ქალაქ ტინსუკიაში, 1950 წლის 20 მარტს დაიბადა.

1970-იან წლებში ცოლად გაჰყვა ჰარიანას მთავრობის მინისტრს და ჰარიანა ვიდან საბჰას საკანონმდებლო ასამბლეის წევრს, ომ პრაკაშ ჯინდალს. მეუღლე 2005 წელს ავიაკატასტროფაში გარდაეცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მან დაიკავა "ჯინდალ ჯგუფის" - ფოლადის მომპოვებელი და გადამამუშავებელი კონგლომერატის თავმჯდომარის პოსტი.[2]

სავიტრი ჯინდალი უბრალო ცხოვრებას ამჯობინებს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მნიშვნელობის ძეგლების დაცვა ქვეყნის მასშტაბით.

სავიტრი დევი ჯინდალი ინდოეთისა და აზიის ყველაზე მდიდარი ქალის წოდებას ატარებს.

ბიზნესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Jindal Group 1952 წელს სავიტრის მეუღლემ, ომ პრაკაშ ჯინდალმა დააარსა. ეს არის ფოლადის და ელექტროენერგიის კონგლომერატი, რომელსაც გარდაცვლილი 2005 წლამდე მართავდა. ბიზნესის მართვა ხელში ქმრის გარდაცვალების შემდეგ 9 შვილის დედამ- სავიტრიმ აიღო. მაშინ ინდოეთში მხოლოდ რამდენიმე ქალი მართავდა ბიზნესს დამოუკიდებლად და ეს საკმაოდ გაბედულ ნაბიჯად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ Jindal Group უკვე აყვავებული კონგლომერატი იყო, რომელიც გლობალურად დიდ მოგებას იღებდა, სავიტრიმ შეძლო ბიზნესის უფრო მაღალ სიმაღლეებზე აყვანა და შემოსავლების გაოთხმაგება მოკლე დროში.[3]

ამჟამად Ltd. Jindal Saw Ltd. და Jindal Stainless Ltd. კონგლომერატის ოთხი მიმართულება იმართება ჯინდალის ოთხი ვაჟის მიერ.[4]

პოლიტიკა და კანონშემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავიტრი ჯინდალი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ემსახურებოდა ინდოეთის მთავრობას და ხალხს.

2005 წელს მან მოიგო ერთ-ერთი ქალაქის არჩევნები.  2009 წელს ხელახლა აირჩიეს. ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრი 2010 წლამდე. სავიტრი გახლდათ სახელმწიფო მინისტრი შემოსავლებისა და კატასტროფების მართვის, კონსოლიდაციის და რეაბილიტაციის საკითხებში. საბინაო და ასევე სახელმწიფო მინისტრი ურბანული ადგილობრივი ორგანოებისა და საბინაო საკითხებში.

სავიტრი დიდ დროს ხარჯავს საჯარო სამსახურსა და სოციალურ აქტივობებზე.[5]

გარდა იმ წილისა, რომელსაც ის ფლობს Jindal Group-ის ყველა ბიზნესში, სავიტრი ასევე ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიებში, მათ შორის: Nalwa Sons Investments Ltd., Shalimar Paints Ltd., Hexa Tradex Ltd., JITF Infralogistics Ltd., JSW Holdings Ltd. და JSW Steel.

მხოლოდ 2021 წელს, მისი წმინდა ქონება თითქმის სამჯერ გაიზარდა.[6][7]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Forbes Maggazine:Savitri Jindal

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Jindal Steel & Power Ltd||About Us". www.jindalsteelpower.com.
  2. "Savitri Jindal & family". Forbes. Retrieved 21 October 2022.
  3. "The World's Billionaires, #56Savitri Jindal". Forbes. 11 March 2009. Retrieved 13 July 2012.
  4. Goudreau, Jenna (20 December 2010). "The World's 20 Richest Moms". Forbes. Retrieved 10 April 2016.
  5. "Savitri Jindal finds place in Haryana government"[მკვდარი ბმული]. The Economic Times. 30 October 2013. Retrieved 3 January 2019.
  6. "Savitri Jindal & family". Forbes. Retrieved 10 April 2016.
  7. "Savitri Jindal - India's Richest Mother". Retrieved 6 October 2014.