სავეცკი (ბაქო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სავეცკის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა

სავეცკი (აზერ. Sovetski; რუს. Советская) — ისტორიული ნაწილი ქალაქ ბაქოში, აზებრიაჯანში. მდებარეობს იასამალის რაიონში, ნარიმან ნარიმანოვის გამზირსა (ყოფილი საბჭოთა გამზირი) და მირზა იბრაჰიმოვის ქუჩასა და ნიზამის ქუჩასა და იბრაჰიმ აბილოვის ქუჩებს შორის. ქალაქის ისტორიულ ნაწილში მებარეობს 100 წელზე მეტი ხნის მუზეუმები, მეჩეთები, აბანოები და ცნობილ აზერბაიჯანელთა საცხოვრებელი სახლები. 2014-1026 წლებში სავეცკის განახლების სამუშაოების მიმდინარეობისას რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდა.

ისტორიული სახლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი, სადაც აბას მირზა შარიფზადე ცხოვრობდა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის 2001 წლის 2 აგვისტოს განცხადებით, სავეცკის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე 200 სახლი, 9 აბანო, 4 მეჩეთი, 1 ეკლესია და 10 სკოლა და საავამდყოფო მდებარეობდა, ხოლო სამი ძეგლ ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა: თეზეპირის მეჩეთს, აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირის შენობასა და ჰაჯი სულთან ალის მეჩეთს.[1]

2014 წლის მარტისთვის სავეცკის ტერიტორიაზე 230 ისტორიული არქიტექტურული ძეგლი მდებარეობდა.[2]მათ შორისაა საცხოვრებელი სახლები, მეჩეთები, ეკლესიები, აბანოები და შოლარის წყლის კოშკები.

2014 წლიდან ამოქმედდა ბაქოს გენერალური გეგმა, რომელიც გზის ასაშენებლად მოქალაქეთა გადასახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული ქუჩა აზერბაიჯანის ეროვნული სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის შენობიდან ნარიმან ნარიმანოვის ქუჩამდე გადაიჭიმება, ნიზამის მეტროსადგურსა და ბალაბაბა მაჯიდოვის, აბდულა შაიღისა და სულეიმან რაჰიმოვის ქუჩებს შორის. სამად ისლამოვის თქმით, ტერიტორიაზე მდბარე 171 ისტორიული ნაგებობიდან 76 განადგურდება.[3]

სავეცკის ფარგლებში მდებარეობს უამრავი ისტორიული სახლი. ერთ-ერთი, რომელიც აბდულა შაიღის 171 ნომერშია აგებული, ჰიჯრის კალენდრით 1338 წელსა აგებული. მირზა ფათალის ქუჩის 8 ნომერში ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერალი შოვქეთ ალექპეროვა ცხოვრობდა.[4] მის გვერდით მდებარე სახლში სახალხო არტისტი ილჰამ ნამიგ ქემალი ცხოვრობდა.[5]

მეჩეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავეცკის ფარგლებში 7 მეჩეთი მდებარეობს: შაჰ ჰუსეინის მეჩეთი, იმამ ჰუსეინის მეჩეთი, ჰაჯი ჯავიდის მეჩეთი,თეზეპირის მეჩეთი, ღასიმბეის მეჩეთი და ფატიმას მეჩეთი. კიდევ ერთი მწვანეგუმბათიანი ღასიმბეის მეჩეთის ტერიტორიაზე ელექტროობიისა და გეოლოგიის დეპარტამენტები მდებარეობს.[6] ჰაჯი ჯავადის მეჩეთი, რომელიც აბდულა შაიღის ქუჩისა და ჩინგიზ მუსტაფაევის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, ჰიჯრის კალენდრით 1305 წელს აშენდა.[4] სავეცკის ტერიტორიაზე მდებარეობს ჰაჯი აბდულრაჰიმბეი გულუბეიოვის მეჩეთიც, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაცული, თუმცა შენობა არ ფუნქციონირებს, როგორც მეჩეთი. მასში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და პატენტთა კომიტეტი და ინჟინერიის ბიბლიოთეკა მდებარეობს.[7]

აბანოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავეცკის ერთ-ერთი აბანო

სავეცკის ფარგლებში რამდენიმე აბანო მდებარეობს. მურთუზ მუხთაროვის ქუჩის 41 ნომერში მდებარე აბანო XIX საუკუნეშია აგებული და სახელმწიფოს მიერაა დაცული.[4] მირზა ფათალის ქუჩის 105 ნომერში მდებარე აბანო 1889 წელსაა აგებული და დღეისთვის არ ფუნქციონირებს.[4] ახუნდ ჰამამის აბანო (მდებარეობს მურთუზა მუხთაროვის ქუჩის 141 ნომერში) 1885 წელსაა აგებული. შენობა თურქმა არქიტექტორებმა განაახლეს და 2013 წლიდან კვლავ ფუნქციონირებს, როგორც აბანო.[4] აზერბაიჯანის მოზარდთა სახელმწიფო თეატრის შენობაც თავდაპირველად აბანო იყო. შენობა 1885 წელს აიგო ჰაჯი ფარაჯულას მიერ.[4]

შოლარის წყლის კოშკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოლარის წყლის ერთ-ერთი კოშკი

სავეცკის ფარგლებში მდებარეობს წყლის კოშკებიც. აღნიშნული ობიექტები სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა მოქცეული. წყლის კოშკები XIX საუკუნეში აიგო შოლარის წყლის მილსადენის გაყვანის მხარდასაჭერად.[5] კოშკებით მოსახლეობას შოლარის წყალი მიეწოდება. 1950-იანი წლების შემდეგ წყლის კოშკები აღარ ფუნქციონირებს.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]