სავაჭრო სკოლის შენობა (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავაჭრო სკოლის შენობა
რუს. Здание торговой школы
კოორდინატები 47°13′32″N 39°42′35″E / 47.225461° ჩ. გ. 39.709758° ა. გ. / 47.225461; 39.709758
მდებარეობა დონის როსტოვი
გახსნის თარიღი 1905
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სავაჭრო სკოლის შენობა (რუს. Здание торговой школы) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1905 წელს როსტოვის საზღვაო კლასებისთვის[1], როსტოვის კომერციული ვაჟთა სასწავლებლის სავაჭრო სკოლისათვის[2]. ამჟამად შენობაში განთავსებულია სამხრეთ ფედერალური უნივერსიტეტის ერთ-ერთი განყოფილება. სავაჭრო სკოლის შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

მისამართი: დონის როსტოვი, მაქსიმ გორკის ქუჩა № 88.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის კომერციული ვაჟთა სასწავლებელი დაარსდა 1990 წელს. მომდევნო წელს სასწავლებლისთვის გაიხსნა ახალი შენობა[2], ხოლო სასწავლებლის საკუთარი შენობა ააშენეს 1905 წელს. სავაჭრო სკოლასთან ერთად ააშენეს ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სასწავლებლის ეკლესია (არაა შემორჩენილი)[4]. 1915 წელს სკოლის შენობაში გაიმართა პიანისტ სერგეი რახმანინოვის კონცერტი[1]. მოგვიანებით შენობა გახდა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი, ამჟამად კი მასში განთავსებულია სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის იურიდიული და ეკონომიკური ფაკულტეტები.

როსტოვის საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის 1998 წლის 9 ოქტომბრის № 411 დადგენილების მიხედვით დონის როსტოვის შორეული ნაოსნობის საზღვაო სასწავლებლის მთავარი კორპუსის შენობა სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცა, როგორც რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[3].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსართულიანი აგურის შენობა ნაგებია აგურით. მთავარი ფასადი გადის მაქსიმ გორკის ქუჩაზე. შენობას გააჩნია Н-ის ფორმის დაგეგმარება. სასწავლო აუდიტორიები და სხვა სათავსოები განლაგებულია კიბიანი ჰოლის გარშემო[1].

მემორიალური დაფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს სავაჭრო სკოლის შენობის კედელზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით[5]:

ვიკიციტატა
„ამ შენობაში (ყოფილი სავაჭრო სკოლა) 1915 წელს კონცერტი გამართა დიდმა რუსმა კომპოზიტორმა და პიანისტმა სერგეი ვასილის ძე რახმანინოვმა“

2011 წლის 11 დეკემბერს შენობის კედელზე საზეიმოდ გაიხსნა ალექსანდრე სოლჟენიცინის მემორიალური დაფა (1936-1941 წლებში იგი სწავლობდა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფკულტეტზე). ბარელიეფი დაამზადა მოქანდაკემ დიმიტრი ლინდინმა[6][7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 24.
  2. 2.0 2.1 На пути к РФЭИ. ВУЗ в предвоенные годы. rsue.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-20.
  3. 3.0 3.1 Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  4. Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружениея Ростова-на-Дону. — Ростов-на-Дону: Издательство "NB", 2006. — С. 89. — ISBN 5-98155-014-7.
  5. Рахманинов в Ростове. Ростовская государственная консерватория (академия) имени C. В. Рахманинова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 2013-10-03.
  6. Мемориальная доска, посвященная Солженицыну, открыта в Ростове-на-Дону. youreporter.ru (2011-12-12). ციტირების თარიღი: 2013-10-03.
  7. Янина Чевеля. (2011-12-14) Новое лицо Александра Солженицына. Ростов Официальный. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2013-10-03.