შინაარსზე გადასვლა

სავაჭრო გემი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისტორიული სავაჭრო გემი: ჰოლანდიური ფლუიტის სატვირთო გემი მე-17 საუკუნის ბოლოს.

სავაჭრო გემი, სავაჭრო ხომალდი ან მერკანტული გემი არის წყლის ტრანსპორტი, რომელსაც გადააქვს ტვირთი ან გადაჰყავს მგზავრები დაქირავების სანაცვლოდ. ეს განსხვავდება გასართობი გემებისგან, რომლებიც გამოიყენება პირადი დასვენებისთვის და ასევე განსხვავდება საზღვაო ხომალდებისგან, რომლებიც გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის.

ისინი სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა, დაწყებული 6 მეტრიანი (20 ფუტი) გასაბერი მყვინთავების ნავები ჰავაიზე, დამთავრებული მდინარე მისისიპის 5000 მგზავრზე გათვლილი კაზინო გემებით, დაწყებული ნიუ-იორკის ნავსადგურში მოძრავი ბუქსირები, დამთავრებული 300 მეტრიანი (1000 ფუტი) ნავთობის ტანკერებითა და კონტეინერმზიდებით, რომლებიც უხვად გვხვდება ძირითად პორტებში, ასევე კარიბის ზღვის აუზში მგზავრთა გადამყვანი წყალქვეშა ნავებამდე . [1]

ბევრი სავაჭრო გემი ცურავს „ მოხერხებულობის დროშის “ ქვეშ, რომელიც გემის მფლობელის მშობლიური ქვეყანა არ არის, მაგალითად, ლიბერიასა და პანამაში, რომლებსაც სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხელსაყრელი და შერბილებული საზღვაო კანონმდებლობა აქვთ.

მსოფლიოში უდიდესია ბერძნული სავაჭრო ფლოტი. დღეს ბერძნული ფლოტი მსოფლიო ტონაჟის დაახლოებით 16 პროცენტს შეადგენს; ეს მას ამჟამად მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო სავაჭრო ფლოტად აქცევს, თუმცა არა ისტორიაში ყველაზე დიდად. [2]

ომის დროს სავაჭრო გემები შეიძლება გამოყენებულ იქნას მათი შესაბამისი ქვეყნების საზღვაო ძალების დამხმარე საშუალებად და ვალდებულნი არიან სამხედრო პერსონალისა და მატერიალური საშუალებების გადასაზიდად დაეხმარონ სამხედროებს.

ტერმინი „კომერციული გემი“ შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის (ინგლ. აბრ. USCG) მიერ განისაზღვრება, როგორც ნებისმიერი გემი (ანუ ნავი ან გემი), რომელიც დაკავებულია კომერციული ვაჭრობით ან გადაჰყავს მგზავრები დაქირავებით.

ინგლისურად, ტერმინი „Merchant Navy“ დამატებითი განმარტებების გარეშე იგულისხმება ბრიტანეთის სავაჭრო საზღვაო ფლოტის აღსანიშნავად; შეერთებული შტატების სავაჭრო ფლოტი ცნობილია, როგორც აშშ სავაჭრო საზღვაო ფლოტი, ინგლისურად United States Merchant Marine .

სახელის პრეფიქსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავაჭრო გემების სახელწოდებების წინ მყოფი პრეფიქსები მიუთითებს, თუ რა ტიპის გემს მიეკუთვნებიან ისინი: [3]

  • CS (Cable Ship) = საკაბელო გემი/ კაბელ დამგები
  • LNG (Liquefied Natural Gas) = აირის გადამზიდავი, რომელასაც გადააქვს თხევადი ბუნებრივი აირი
  • LPG (იქუეფიედ Petroleu Gas) = აირის გადამზიდავი, რომელიც გადააქვს თხევადი ნავთობის აირს
  • MFV (Motor Fishing vessel) = მოტორიანი სათევზაო გემი
  • MS (Motorship) = თბომავალი
  • MSV (Motor Stand-by Vessel) = საავტომობილო სარეზერვო გემი
  • MT (Motor Tanker or Motor Tug Boat) = ძრავიანი ტანკერი ან საბუქსირო ნავი
  • MV (Motor/Merchant Vessel) = ძრავიანი/სავაჭრო გემი
  • MY (Motor Yatch) = მოტორიანი იახტა
  • NS (Nuclear Ship) = ბირთვული ხომალდი [4]
  • RMS (Royal Mail Ship) = სამეფო ფოსტის გემი
  • RRS (Royal Research Sip) = სამეფო სამკვლევარო გემი
  • RV (Research Vessel) = სამკვლევარო გემი
  • SS (Steam Ship) = ორთქლის გემი
  • SV (Sailing Vessel) = იალქნიანი გემი (თუმცა მათი ქვეკოდირება შესაძლებელია, როგორც იალქნიანი გემის ტიპი)

სავაჭრო გემების კატეგორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Ro/Ro (ასაგორებელ/ჩამოსაგორებელი) ხომალდი Galaxy Leader

საზღვაო თრანსპორტის შესახებ გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონვენცია - UNCTAD-ის მიმოხიოვა გემებს კატეგორიებად ყოფს: ნავთობის ტანკერები, ნაყარი (და კომბინირებული) ტვირთამწეები, ზოგადი ტვირთის გემები, კონტეინერმზიდები და „სხვა გემები“, რაც მოიცავს „თხევადი ნავთობის აირის მატარებლებს, თხევადი ბუნებრივი აირის მატარებლებს, პარტიებად ჩაშლილ (ქიმიური) ტანკერებს, სპეციალიზებულ ტანკერებს, მაცივრებს, ოფშორულ მიწოდების გემებს, ბუქსირებს, გამღრმავებლებს, კრუიზებს, ბორნებს, სხვა არასატვირთო გემებს“. ზოგადი ტვირთის გემები მოიცავს „მრავალფუნქციურ და საპროექტო გემებს და Ro/Ro ტვირთებს“. [5]

ზოგადი ტვირთის გემი ნამიბია

სატვირთო გემი ანუ ფრეიტერი არის ნებისმიერი სახის გემი ან ხომალდი, რომელსაც ტვირთი, საქონელი და მასალები გადააქვს ერთი პორტიდან მეორეში. ყოველწლიურად ათასობით სატვირთო გადამზიდავი მოძრაობს მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში; ისინი ახორციელებენ საერთაშორისო ვაჭრობის ძირითად ნაწილს. სატვირთო გემები, როგორც წესი, სპეციალურად ამ ამოცანისთვის არის შექმნილი, ხშირად აღჭურვილია ამწეებით და სხვა მექანიზმებით ჩატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის და ხელმისაწვდომია ყველა ზომის.

ნაყარი ტვირთის გადამზიდავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნაყარი თვირთის სატვირთო გემი „საბრინა I“

ნაყარი ტვირთმზიდი არის გემი, რომელიც გამოიყენება ისეთი ნაყარი ტვირთის გადასატანად, როგორიცაა რკინის მადანი, ბოქსიტი, ქვანახშირი, ცემენტი, მარცვლეული და მსგავსი ტვირთები. ნაყარი ტვირთმზიდების ამოცნობა შესაძლებელია გემბანზე არსებული დიდი, ყუთის მსგავსი ლუქებით, რომლებიც განკუთვნილია სლაიდისებრად გადასაადგილებლად ან წინ და უკან დასაკეცად, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩატვირთვა-გადმოტვირთვა. ნაყარი ტვირთმზიდების ზომები ხშირად განისაზღვრება პორტებითა და საზღვაო მარშრუტებით, რომელთა მომსახურებაც მათ სჭირდებათ, ასევე პანამის არხის მაქსიმალური სიგანით. ამერიკა კანადის ტბების უმეტესობა ძალიან პატარაა ნაყარი ტვირთმზიდების დასატევად, მაგრამ ტბის სატვირთო გემების დიდი ფლოტი საუკუნეზე მეტია ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბებისა და წმინდა ლავრენტის საზღვაო გზაზე მოძრაობს.

კონტეინერმზიდი „კოლომბო ექსპრესი“ აშენდა 2005 წელს

კონტეინერმზიდი გემი არის სატვირთო გემი, რომელსაც ტვირი სტანდარტიზებულ კონტეინერებში გადააქვს, კონტეინერიზაციის ტექნიკით. ეს გემები კომერციული ინტერმოდალური ტვირთმზიდავი ტრანსპორტის გავრცელებული საშუალებაა.

ნედლი ნავთობის სუპერტანკერი AbQaiq

ტანკერი არის გემი, რომელიც განკუთვნილია დიდი რაოდენიბით სითხეების გადასაზიდად. ტანკერების ზომა შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული ტონიდან, რომლებიც განკუთვნილია მცირე ნავსადგურებისა და სანაპირო დასახლებების მომსახურებისთვის, რამდენიმე ასეულ ათას ტონამდე, რომლებიც განკუთვნილია შორ მანძილზე გადაზიდვისთვის. ტანკერებით გადააქვთ პროდუქციის ფართო სპექტრი, მათ შორის:

სხვადასხვა პროდუქტს განსხვავებული მოპყრობა და ტრანსპორტირება სჭირდება, ამიტომ აშენდა სპეციალური ტიპის ტანკერები, როგორიცაა ქიმიური ტანკერები, ნავთობის ტანკერები და გაზის ტანკერები .

ნავთობტანკერებს შორის, სუპერტანკერები შექმნილი იყო შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან აფრიკის რქის გარშემო ნავთობის გადასატანად; FSO Knock Nevis მსოფლიოში ყველაზე დიდი გემია, ULCC სუპერტანკერი, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Jahre Viking (Seawise Giant). მისი დედვეიტი 565,000 მეტრული ტონაა და სიგრძე დაახლოებით 458 მეტრია (1,503 ფუტი). ასეთი დიდი გემების გამოყენება სინამდვილეში ძალიან წამგებიანია, მათი სრული ტვირთამწეობით ექსპლუატაციის შეუძლებლობის გამო; შესაბამისად, სუპერტანკერების წარმოება ამჟამად შეჩერებულია. დღევანდელი უდიდესი ნავთობტანკერები მთლიანი ტონაჟის მიხედვით არის TI Europe, TI Asia, TI Oceania, რომლებიც დღეს ყველაზე დიდი მცურავი გემებია. თუმცა, 441,585 მეტრიკული ტონა დედვეითის მიუხედავად, რომლებიც უმეტესად VLCC-ების სახით დაცურავენ, ისინი თავიანთი მთლიანი ტევადობის 70%-ზე მეტს არ იყენებენ.

გარდა მილსადენებით ტრანსპორტირებისა, ტანკერები დიდი რაოდენობით ნავთობის ტრანსპორტირების ერთადერთ მეთოდს წარმოადგენენ, თუმცა ასეთმა ტანკერებმა სანაპირო რეგიონებთან ახლოს ჩაძირვისას დიდი ეკოლოგიური კატასტროფები გამოიწვიეს, რამაც ნავთობის დაღვრა გამოიწვია. იხილეთ ტანკერების: ბრაერის, ერიკას, ექსონ ვალდესის, პრესტიჟის და ტორი კანიონის მაგალითები, რომლებიც ნავთობის დაღვრის ინციდენტში ფიგურირებდნენ.

სანაპირო სავაჭრო გემი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაპირო სავაჭრო გემები უფრო პატარა გემებია, რომლებიც ნებისმიერი კატეგორიის ტვირთს სანაპირო და არა ტრანსოკეანური მარშრუტებით გადაჰყავთ. სანაპირო გემები დაბალი წყალშიგიანი გემებია, რომლებიც გამოიყენება იმავე კუნძულზე ან კონტინენტზე მდებარე ადგილებს შორის ვაჭრობისთვის. მათი დაბალი წყალშიგი საშუალებას აძლევს მათ რიფებსა და სხვა წყალქვეშა ნავიგაციის საფრთხეებზე ზემოდან გადაცურონ, მაშინ როცა ღია ზღვებში ვაჭრობისთვის განკუთვნილ გემებს, როგორც წესი, გაცილებით ღრმა წყალშიგი აქვთ უკეთესი საზღვაო სტაბილურობისთვისა და მეტი ტვირთამწეობისთვის.

საკრუიზო გემი „ოკეანის გრაფინია“
მდინარის საკრუიზო გემი, Avalon Expression

სამგზავრო გემი არის გემი, რომლის ძირითადი ფუნქცია მგზავრების გადაყვანაა. კატეგორია არ მოიცავს სატვირთო გემებს, რომლებსაც აქვთ შეზღუდული რაოდენობის მგზავრებისთვის განკუთვნილი სათავსოები, როგორიცაა ადრე ყველგან გავრცელებული თორმეტადგილიანი სატვირთო გემები, რომლებშიც მგზავრების გადაყვანა ტვირთის გადაზიდვასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. თუმცა, ეს ტიპი მოიცავს გემების მრავალ კლასს, რომლებიც შექმნილია მგზავრებისა და ტვირთის მნიშვნელოვანი რაოდენობის გადასაყვანად. მართლაც, ბოლო დრომდე თითქმის ყველა ოკეანის ლაინერს შეეძლო ფოსტის, შეფუთული ტვირთისა და ექსპრეს ტვირთის, ასევე სხვა ტვირთის გადაზიდვა მგზავრების ბარგის გარდა და ამ მიზნით აღჭურვილი იყო სატვირთო სათავსოებითა და ამწეებით, ამწე-ბოძებით ან სხვა სატვირთო აღჭურვილობით. თანამედროვე კრუიზბორნებს აქვთ მანქანების გემბანები, როორც სატვირთო ასევე სამგზავრო მანქანებისთვის. მხოლოდ უფრო ახალ ოკეანის ლაინერებსა და თითქმის ყველა საკრუიზო გემზეა ამოღებული ეს ტვირთის ტევადობა. ბორანი არის ნავი ან გემი, რომელსაც გადაჰყავს მგზავრები და ზოგჯერ მათი მანქანებიც. ბორნები ასევე გამოიყენება ტვირთის გადასაზიდად ( სატვირთო მანქანებში და ზოგჯერ უძრავ სატვირთო კონტეინერებში ) და რკინიგზის ვაგონებსიც კი ( მატარებლის ბორნის შემთხვევაში).

 

  1. Summary of the Report from the Passenger Vessel Access Advisory Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 24 April 2012
  2. Review of Maritime Transport 2007, Chapter 2, Structure and ownership of the world fleet, p. 45.
  3. Dasgupta, Soumyajit (2013-03-04). „What are Ship Prefixes for Navy and Merchant Vessels?“. Marine Insight (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-10-30.
  4. Ship Prefix --- Glossary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-05. ციტირების თარიღი: 2019-11-27
  5. Hoffmann, Jan; Asariotis, Regina; Benamara, Hassiba; Premti, Anila (2016), Review of Maritime Transport 2016, United Nations, pp. 104, ISBN 978-92-1-112904-5, ISSN 0566-7682, http://unctad.org/en/PublicationsLibrary/rmt2016_en.pdf