შინაარსზე გადასვლა

სავანის რეგიონი (განა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სავანა (მრავალმნიშვნელოვანი).
რეგიონი
სავანის რეგიონი
ინგლ. Savannah Region
ქვეყანა განის დროშა განა
ადმ. ცენტრი Damongo
შიდა დაყოფა West Gonja Municipal District, East Gonja Municipal District, Central Gonja District, North East Gonja District და Bole District
კოორდინატები 9°06′00″ ჩ. გ. 1°49′00″ დ. გ. / 9.10000° ჩ. გ. 1.81667° დ. გ. / 9.10000; -1.81667
ფართობი 34 790 კმ²
მოსახლეობა 653 266[1] კაცი (2021)
სიმჭიდროვე 18,78 კაცი/კმ²

სავანის რეგიონი (ინგლ. Savannah Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გვინეის ყურის სანაპიროზე. ადმინისტრაციული ცენტრი — დამონგო. დასახელება მიიღო მაღალბალახოვანი სავანებისაგან და მშრალი სავანის ტყეებისაგან, რომელიც გავრცელებულია განის ვრცელ ტერიტორიაზე.

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ზემო დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს, დასავლეთიდან ჩრდილოეთის რეგიონს, სამხრეთიდან ბონოს და აღმოსავლეთ ბონოს რეგიონებს და დასავლეთიდან კოტ-დ’ივუარს.

1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის ჩრდილოეთი ტერიტორიები გახდა ჩრდილოეთის რეგიონი. 1959 წელს ჩრდილოეთის რეგიონს გამოეყო ზემო რეგიონი. იმავე წელს ზემო და ჩრდილოეთის რეგიონების შემადგენლობაში შევიდნენ ყოფილი კოლონია ბრიტანული ტოგოლენდის ჩრდილოეთი რაიონები.

სავანის რეგიონის ადმინისტრაციული რუკა

2018 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი, რის შედეგადაც ბრონგ-აჰაფოს რეგიონი გაიყო ბონოს, აღმოსავლეთ ბონოს და აჰაფოს რეგიონებად, ჩრდილოეთ რეგიონს გამოეყო აღმოსავლეთ ბონოს და სავანის რეგიონები, ვოლტის რეგიონსოტის რეგიონი, დასავლეთის რეგიონსჩრდილო-დასავლეთის რეგიონი. ახალი რეგიონების შექმნა გახდა 2016 წლის 7 დეკემბრის განის საყოველთაო არჩევნებამდე ახალი პატრიოტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულება, რომელზეც პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. ამ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის ლიდერი ნანა აკუფო-ადო გახდა პრეზიდენტი. ახალმა პრეზიდენტმა შექმნა რეგიონების რეორგანიზაციისა და განვითარების სამინისტრო. ახალი რეგიონები შეიქმნა 2019 წლის 13 თებერვალს.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Citypopulation Ghana 2021
  2. Akufo-Addo presents Constitutional Instrument to delegations from Ahafo & Bono East Region. GhanaWeb (2019-02-14). ციტირების თარიღი: 2019-10-21