საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
იერსახე
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი — საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ომის (როგორც შიდა ასევე საერთაშორისო) წარმოების წესებს, განსაზღვრავს ომის მსხვერპლთა დაცვის ნორმებს. ომის წარმოების წესები პირველად 1864 წელს წითელი ჯვრის ინიციატივით შეიქმნა. იურიდიული ფორმა კი მიიღო მას შემდეგ, რაც შედგა შეთანხმება მრავალმხრივი საერთაშორისო ომის წარმოების წესებზე.
ჰუმანიტარული სამართლის საფუძველია ჟენევაში 1864, 1906, 1929 და 1949 წლებში დადებული მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებები, აგრეთვე ჟენევის მე-4 კონვენციის თანდართული 1977 წლის ორი დამატებითი პროტოკოლი, ასევე გაეროს რეზოლუციები და სხვა დოკუმენტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.