საერთაშორისო წყლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საერთაშორისო წყლები — საზღვაო სივრცე, რომელიც მდებარეობს ტერიტორიული ზღვის საზღვრის გარეთ, რომელზეც არ ვრცელდება რომელიმე ნებისმიერი ქვეყნის ან ქვეყნების სუვერენიტეტი და იმყოფება ყველა ხალხის საერთო და თანაბარუფლებიან სარგებლობაში. საერთაშორისო წყლების განსაზღვრისათვის მთავარია მისი ორივე ნიშანი:

  • ის არ ექვემდებარება არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტს;
  • ის იმყოფება ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა წარმოადგენს საერთაშორისო წყლების რაიონს სპეციფიკური სამართლებრივი რეჟიმით.

საერთაშორისო წყლების გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ არსებული რაიონები აღნიშნულია მუქი ლურჯი ფერით

საერთაშორისო წყლების გამოყენება ხორციელდება საერთაშორისო სამართალში ყველასათვის მისაღებ თავისუფალი საერთაშორისო წყლების იმპერატიული პრინციპების საფუძველზე, რომელიც ადგენს, რომ არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება გაავრცელოს საკუთარი სუვერენიტეტი საერთაშორისო წყლების და საჰაერო სივრცის რაიმე ნაწილზე ან წინააღმდეგობა გაუწიოს სხვა სახელმწიფოებს ისარგებლოს საერთაშორისო წყლების თავისუფლებით. ეს პრინციპები გამყარებულია და დაკონკრეტებულია 1958 წლის საერთაშორისო წყლების შესახებ კონვენციით და 1982 წლის საერთაშორისო საზღვაო სამართლით

საერთაშორისო წყლების თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო წყლების თავისუფლება არ არის აბსოლუტური და ხორციელდება იმ პირობების შესაბამისად, რომელსაც ითვალისწინებს საზღვაო სამართლის გაეროს კონვენცია (თავი. 87 და 89).

საერთაშორისო წყლების თავისუფლება მოიცავს:

ნაოსნობის თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაოსნობის თავისუფლება ნიშნავს, რომ როგორც სანაპირო სახელმწიფოების, ასევე ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების დროშის ქვეშ მყოფ გემებს აქვთ ცურვის უფლება საერთაშორისო წყლებში.

სამხედრო გემები საერთაშორისო წყლებში სარგებლობენ მთლიანი იმუნიტეტით სხვა სახელმწიფოების იურისდიქციისგან. სამხედრო გემების იმუნიტეტი არ ნიშნავს, რომ მას მინიჭერული აქვს განუსაზღვრელი უფლებები. მაგალითად, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აკრძალულია საბრძოლო სროლების, სიღრმეზე ჭურვების სროლების და მსგავსი მოქმედებების გამართვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]