შინაარსზე გადასვლა

საერთაშორისო საციგურაო კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეიქმნა 23 ივლისი, 1892[1]
ტიპი international sport governing body
დამფუძნებელი (-ები) Stockholms Allmänna Skridskoklubb, British Ice Skating და Koninklijke Nederlandsche Schaatsenrijders Bond
ქვეყანა ნიდერლანდები
თავმჯდომარე Kim Jae-youl
კავშირები Winter Olympic Federations
http://www.isu.org/

საერთაშორისო საციგურაო კავშირი (ISU - ინგლ. International Skating Union) — ორგანიზაცია, რომელიც არეგულირებს ციგურაობის სპორტულ დისციპლინებს, მათ შორის ფიგურულ სრიალს, სინქრონულ სრიალს, სწრაფ სრიალსა და მოკლე ტრასაზე სწრაფ სრიალს.

დაარსდა 1892 წელს, ნიდერლანდების ქალაქ შევენინგენში, და არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საერთაშორისო სპორტული ფედერაცია.

მისი შექმნის მიზანი იყო ციგურაობის საერთო წესების დადგენა და საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება. 1895 წელს ISU-მ გადაწყვიტა, რომ ყურადღება მხოლოდ სამოყვარულო სპორტზე გადაეტანა. პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ISU-ს ეგიდით 1896 წლის თებერვალში, სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა.[2]

ISU-ს მთავარი ოფისი მდებარეობს ლოზანაში, შვეიცარიაში.

2008 წლის ზაფხულის მონაცემებით, ISU 63 წევრი სახელმწიფოსგან შედგებოდა, რომელთაგან 11 მმართველ საბჭოს წარმოადგენდა. შეხვედრის დღის წესრიგში დამატებული წინადადებები ოთხი ან ხუთი წევრის მხარდაჭერას მოითხოვდა. დღის წესრიგის წინადადებები ორი მესამედის უმრავლესობით მტკიცდება.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ISU-მ რუსეთიდან და ბელარუსიდან ყველა სპორტსმენს აუკრძალა შეჯიბრებებში მონაწილეობა.[3]

ისტორიაში პირველად, საქართველომ უმასპინძლა ფიგურულ სრიალში „ჩელენჯერის სერიის“ საერთაშორისო ტურნირს. ISU-ს გადაწყვეტილებით, „თრიალეთის თასი 2025“ 8–11 ოქტომბერს თბილისის ახალი ყინულის არენაზე გაიმართა. ტურნირში 27 ქვეყნიდან 98 მოციგურავე მონაწილეობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ყველა კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვა, რაც ქვეყნისთვის ისტორიული შედეგი იყო.[4]

საერთაშორისო შეჯიბრებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ISU-ს ჩემპიონატები:

ჩქაროსნული სრიალი:

  • მსოფლიოს ჩემპიონატი ჩქაროსნულ სრიალში;
  • მსოფლიოს ჩემპიონატი ერთ დისტანციაზე ჩქაროსნულ სრიალში (არ ტარდება ზამთრის ოლიმპიური თამაშების წელს);
  • მსოფლიოს ჩემპიონატი ჩქაროსნულ სრიალში;
  • მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში ჩქაროსნულ სრიალში;
  • მსოფლიო ჩემპიონატი მოკლე ტრასაზე ჩქაროსნულ სრიალში;
  • მსოფლიო ჩემპიონატი მოკლე ტრასაზე ჩქაროსნულ სრიალში გუნდური;
  • მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში მოკლე ტრასაზე ჩქაროსნულ სრიალში;
  • ევროპის ჩემპიონატი მოკლე ტრასაზე ჩქაროსნულ სრიალში;
  • ევროპის ჩემპიონატი მოკლე ტრასაზე ჩქაროსნულ სრიალში;
  • ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატი მოკლე ტრასაზე ჩქაროსნულ სრიალში.

ფიგურული სრიალი:

  • მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში;
  • მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში ფიგურულ სრიალში;
  • მსოფლიო ჩემპიონატი სინქრონიზებული სრიალში;
  • ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში;
  • ოთხი კონტინენტის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში;
  • მსოფლიო გუნდური თასი ფიგურულ სრიალში.[5]
  1. http://static.isu.org/media/165642/constitution-and-general-regulations-version-july-31-2014.pdf
  2. Ice Skating Champions
  3. Russia out of figure skating worlds, other events en (2022-03-01). ციტირების თარიღი: 2025-12-09
  4. ფიგურული ციგურაობა | თბილისში „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირი, „თრიალეთის თასი“ გაიმართა #1TVSPORT ka-GE. ციტირების თარიღი: 2025-12-09
  5. „ISU организует командный чемпионат мира по фигурному катанию“. Советский Спорт. ციტირების თარიღი: 2025-12-09.