შინაარსზე გადასვლა

საერთაშორისო კონვენცია მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
STCW კონვენცია
საერთაშორისო კონვენცია მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ
ხელი მოეწერა 7 ივლისი, 1978
ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ძალაში შევიდა 28 აპრილი, 1984
მხარეები 164
მეანაბრე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია
ენები ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური

საერთაშორისო კონვნეცია მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ (ინგლ. International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers; ასევე ცნობილი, როგორც საერთაშორიოს კონვენცია მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ; STCW კონვენცია) ― საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენცია, რომელიც სავაჭრო გემებისა და დიდი იახტების პერსონალისთვის მინიმალურ საკვალიფიკაციო სტანდარტებს ადგენს.[1] კონვენცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ 1978 წელს ლონდონის კონფერენციაზე მიიღო და 1984 წელს შევიდა ძალაში. კონვენციაში მნიშვნელოვანი დამატებები შევიდა 1995 და 2010 წლებში, რომლებიც 2012 წლის 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში.

1978 წლის STCW კონვენციის მიხედვით, პირველად დადგინდა მინიმალური მოთხოვნები საერთაშორისო დონეზე მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ. მანამდე მინიმალური სტანდარტები ცალკეული მთავრობების მიერ ინდივიდუალურად დგინდებოდა, რის გამოც მინიმალური მოთხოვნები და პროცედურები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

კონვენციაში გაწერილია მინიმალური მოთხოვნები მეზღვაურთა წვრთნასთან, სერტიფიცირებასა და ვახტის გაწევასთან დაკავშირებით, რომელთა შესრულება სავალდებულოა კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მხრიდან.[2]

1995 წლის 7 ივლისს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ კონვენციის ყოვლისმომცველი შეცვლილი ვარიანტი მიიღო. იგი ასევე შეიცავდა წინადადებას ახალი STCW კოდექსის შემუშავების შესახებ, რომელიც კონვენციის დებულებებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს მოიცავდა. ცვლილებები ძალაში შევიდა 1997 წლის 1-ელი თებერვლიდან.[3] მეზღვაურებს, რომლებსაც სერტიფიცირება მანამდე ჰქონდათ გავლილი, სერტიფიკატების განახლების შესაძლებლობა ექნებოდათ 1978 წლის კონვენციის ძველი წესების შესაბამისად 2002 წლის 1 თებერვლამდე. სასწავლო პროგრამებში 1998 წლის 1 აგვისტოს შემდეგ ჩარიცხული მეზღვაურები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ 1995 წლის შესწორებების კომპეტენციის სტანდარტები.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო:

  • პორტის სახელმწიფო კონტროლის (Port State Control) გაძლიერება;
  • ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს სტანდარტების გამოყენების ურთიერთზედამხედველობა და თანმიმდევრულობა;
  • ხარისხის სტანდარტების სისტემები (QSS), წვრთნების ზედამხედველობა, შეფასება და სერტიფიცირების პროცედურები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. What Qualifications do you Need to Work on a Yacht? | YPI CREW en-US. ციტირების თარიღი: 2018-07-18
  2. IMO Model Courses
  3. International Convention on Standards of Training, Certification and Watchkeeping for Seafarers (STCW). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 5 August 2019