შინაარსზე გადასვლა

საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია
აბრევიატურა ICA (სკა)
შეიქმნა 1924 წლის 9 ივნისი
სტატუსი მოქმედი
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია
წევრები 83 ეროვნული, 26 აფილირებული (2026)
ენა ინგლისური, ფრანგული
თავმჯდომარე გეორგ გარტნერი[1]
კავშირები საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო[2]
http://icaci.org/

საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია (ინგლ. International Cartographic Association, ICA, ფრანგ. Association Cartographique Internationale, ACI) — კარტოგრაფთა საერთაშორისო გაერთიანება. დაარსდა 1959 წლის 9 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბერნში, შვეიცარიელი კარტოგრაფის ედუარდ იმჰოფის (1895-1986) ინიციატივით. პირველი გენერალური ასამბლეა ჩატარდა 1961 წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.

დღიდან დაარსებისა საერთაშორისო კარტოგრაფიულმა ასოციაციამ ყურადღება გაამახვილა 3 პრობლემაზე: კარტოგრაფიული განათლება, ტერმინოლოგია და ავტომატიზავია კარტოგრაფიაში. საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის მიზანია კარტოგრაფიული კვლევის კოორდინაცია მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების, კარტოგრაფიულ ნაწარმოებთა და კარტოგრაფიული ტექნიკის გამოფენათა მოწყობა. კონფერენციები ტარდება ყოველ 2 წელიწადში. მასალები ქვეყნდება კრებულში „International Yearbook of Cartography“ (1961 წლიდან).

საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც იკრიბება 4 წელიწადში ერთხელ. ასამბლებს შორის მუშაობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი კომიტეტი. ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ბიულეტენში წელიწადში ორჯერ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ასოციაცია ითვლება აგრეთვე კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის საერთაშორისო საზოგადოებად. ასოციაციის მუშაობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელსაც ოთხი წლის ვადით ირჩევენ სხვადასხვა ქვეყნიდან.

ასოციაცია კოორდინაციას უწევს კარტოგრაფიულ საქმიანობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამჟამად გაერთიანებულია 83 ეროვნული წევრი (ქვეყანა), 26 აფილირებული (ასოცირებული) წევრი, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო თუ სამეცნიერო ინსტიტუტებს, კომერციულ ორგანიზაციებსა და ეროვნულ სააგენტოებს წარმოადგენენ.

საქართველოდან, ასოციაცის წევრებს შორის არიან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი (ეროვნული წევრი), ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაცია (სკა, GCA) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (აფილირებული წევრები).

საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წლებიპრეზიდენტიქვეყანა
2023-2027გეორგ გარტნერიავსტრიის დროშა ავსტრია
2019-2023ტიმ ტრეინორიაშშ-ის დროშა აშშ
2015-2019მენო-იან კრაკინიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
2011-2015გეორგ გარტნერიავსტრიის დროშა ავსტრია
2007-2011უილიამ კარტვიგტიავსტრალიის დროშა ავსტრალია
2003-2007მილან კონეჩნიჩეხეთის დროშა ჩეხეთი
1999-2003ბენგტ რაისტედტიშვედეთის დროშა შვედეთი
1995-1999მაიკელ ვუდიგაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
1987-1995ფრაზერ ტეილორიკანადის დროშა კანადა
1984-1987ჯოელ მორისონიაშშ-ის დროშა აშშ
1976-1984ფერდინანდ ორმელინგინიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
1972-1976არტურ რობინსონიაშშ-ის დროშა აშშ
1968-1972კონსტანტინე სალიშჩევისაბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
1964-1968დენის თაკველიგაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
1961-1964ედუარდ იმჰოფიშვეიცარიის დროშა შვეიცარია

გენერალური მდივნები და ფინანსური მმართველები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერალური მდივანი და ფინანსური მმართველი უზრუნველყოფს ასოციაციის ადმინისტრაციულ საქმიანობასა და მის ყოველდღიურ ფუნქციონირებას.

წლებისახელიეროვნება
2019-დღემდეთომას შულციშვეიცარიის დროშა შვეიცარია
2011-2019ლასლო ზენტაიუნგრეთის დროშა უნგრეთი
2007-2011დეივიდ ფერბერნიგაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
1999-2007ფერიან ორმელინგ უმცროსინიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
1991-1999ჟან-ფილიპ გრელოსაფრანგეთის დროშა საფრანგეთი
1984-1991დონალდ ტ. პირსიავსტრალიის დროშა ავსტრალია
1976-1984ოლოფ ვ. ჰედბომიშვედეთის დროშა შვედეთი
1968-1976ფერდინანდ იან ორმელინგ უფროსინიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
1961-1964ერვინ გიგასიდასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 628.
  • გ. ლიპარტელიანი, „გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი“, თბ., „უნივერსალი“, 2012.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]