საერთაშორისო დღესასწაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საერთაშორისო ეწოდება დღესასწაულს, რომელიც დადგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის (გაერო, იუნესკო და ა.შ.) მიერ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული, საზოგადოებრივი და სხვა მოვლენის აღსანიშნავად ან ასეთად მიიჩნევა მსოფლიოს ქვეყნების ერთ ჯგუფში, როგორიცაა ევროპის დღე, აფრიკის დღე და სხვა. როგორც წესი, საერთაშორისო დღესასწაულებს სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ, მაგრამ ისინი უქმე დღეებს არ წარმოადგენენ.


მათგან განსხვავებით არის ერთი ჯგუფი დღესასწაულებისა, რომლებიც ფართოდ გავრცელდა და საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. ტრადიციის თანახმად ამ უკანასკნელთ მიაკუთვნებენ ახალწლის დღეს (1 იანვარი), შრომის დღეს (1 მაისი) და სხვა.