ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ჯონი მარკო ჰოლივუდის ცნობილი მსახიობია. ის ორგიებსა და სმაში ატარებს, ძვირადღირებული ავტომობილი აქვს და სასტუმროში ცხოვრობს, მას თაყვანისმცემლების ყურადღება არ აკლია მაგრამ მაინც ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის. ერთ დღეს მას სასტუმროში საკუთარი თერთმეტი წლის შვილი მიაკითხავს. მარკომ ცოლ-შვილი დიდი ხნის წინ მიატოვა, მაგრამ ახლა გოგონა დროებით გარეშეა დარჩენილი და ამიტომ ის ჯონისთან გადადის საცხოვრებლად. შვილთან ურთიერთობა ჯონის ცხოვრებას ცვლის.