სადიაცო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სადიაცო, ჩოფა, ჩოფის ძველნიხევსური ქალის კვართისებურიკაბა. კერავდნენ ადგილობრივი მოქსოვილი შალისაგან („ტოლი“). ნაჭერს ორად მოკეცავდნენ და ბეჭებში გადაუჭრელად მიიღებდნენ ორ კალთას. თუ ნაჭერი ვიწროგანიანი იყო, კალთებს გვერდებში ირიბად აჭრილ ნაჭერს („აზღოტი“ ) ჩააკერებდნენ. მხრებთან სწორად მიადგამდნენ გრძელ „საფლებს“. საკისრებს შიგნით გამოაკერებდნენ მაღალ და დასარჩულებულ საყელოს. სადიაცოს მუხლებს ქვემოთ „ქოქომონი“ ებმოდა.

სადიაცოები ერთმანეთისაგან გამოირჩეოდა წინა კალთისა და „ქოქომონის“ მიხედვით. იცოდნენ „გლუ“ და „კალთამოკერებული“. ამ უკანასკნელს ზოგჯერ „თიკვჩოფივ“ ერქვა. პირველისაგან განსხვავებით მას „ფარაგს“ ქვემოთ ერთიანი კალთის სანაცვლოდ ორი ფერადი ოთხკუთხედისაგან შედგენილი კალთა უკეთდებოდა.

სადიაცოს საყელო, სახელოები, კალთის ბოლოები და ზურგი საგანგებოდ იყო მორთული გეომეტრიული ფორმის ნაქარგით და ვერცხლის სამკაულებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა შუა ნაწილის — „ფარაგის“ მორთვა-შემკობას, სადიაცოზე იკეთებდნენ ნაქსოვ ბრტყელ სარტყელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბეზარაშვილი ც., ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1974;