სადეყ ჰედაიათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სადეყ ჰედაიათი
სპარს. صادق هدایت
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1903(1903-02-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] ან 1902
დაბადების ადგილი თეირანი[2]
გარდაცვალების თარიღი 4 აპრილი, 1951(1951-04-04)[3] [4] ან 9 აპრილი, 1951(1951-04-09)[9] [7] [8]
გარდაცვალების ადგილი პარიზი[2]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[7] , მთარგმნელი, რომანისტი, პოეტი და პროზაიკოსი[7] [8]
ენა სპარსული ენა
მოქალაქეობა  ირანი
ალმა-მატერი Dar ul-Funun
ჟანრი მოთხრობა
Magnum opus ბრმა ბუ

სადეყ ჰედაიათი (დ. 17 თებერვალი, გ. 19039 აპრილი 1951 ) — ირანელი ავტორი და მთარგმნელი. ცნობილია რომანით "ბრმა ბუ'', რომელიც პირველი მოდერნისტული ნაწარმოებია სპარსულ ლიტერატურაში.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადეყ ჰედაიათი ყმაწვილკაცობაში

ჰედაითი 1903 წელს თეირანში, არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი დიდი ბაბუა — რეზა-ყოლი ხან ჰედაიათი — პატივსაცემი მწერალი იყო და თავისი ნათესავების მსგავსად, სამთავრობო სფეროში მოღვაწეობდა. მწერლის ორივე და ცოლად არმიის გენერალს გაჰყვა,[10] რომელთაგან ერთ-ერთს მოჰამედ რეზა ფეჰლევის პერიოდში ირანის პრემიერ მინისტრის თანამდებობაც კი ეკავა.[11]

დაწყებითი განათლება ფრანგულ კათოლიკურ სკოლაში — სენტ-ლუისის კოლეჯში — მიიღო, შემდეგ კი სწავლა დარ ოლ-ფონუნში — თეირანის პოლიტექნიკურ კოლეჯში — განაგრძო. 1925 წელს იგი სხვა რჩეულ ირანელი სტუდენტებთან ერთად ევროპაში გაგზავნეს განათლების მისაღებად. ავტორი თავდაპირველად ბელგიაში ინჟინერიას სწავლობდა, თუმცა ამ სპეციალობის მიმართ გულგრილი აღმოჩნდა და ამიტომ საფრანგეთში არქიტექტურის შესწავლას შეუდგა, მალევე მას არქიტექტურისადმიც გაუქრა ინტერესი და სტომატოლოგიის შესწავლას მიჰყო ხელი. ამ პერიოდში გაიცნო ტერეზა, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

1927 წელს ჰედაიათმა მდინარე მარნაში თავის დახრჩობა სცადა, თუმცა გადაარჩინეს. ამ ისტორიას მადმუაზელ ტერეზას მიმართ მის პარიზულ სიყვარულს უკავშირებდნენ, რომელმაც დიდი ტკივილი დაუტოვა მწერალდ. საბოლოოდ, 1930 წლის ზაფხულში ჰედაითმა სასწავლო სტიპენდიაზე უარო თქვა და თეირანში ისე დაბრუნდა, რომ დიპლომი არ აუღია.

კარიერა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჰედაიათმა მთელი თავისი ცხოვრება დასავლური ლიტერატურის შესწავლასა და ირანის ისტორიისა და ფოლკლორის კვლევას მიუძღვნა. ყველაზე მეტად ედგარ ალან პოს, რილკეს, ფრანც კაფკას, ჩეხოვისა და გი დე მოპასანის ნაწარმოებები იზიდანვდა. თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ჰედაიათმა გამოაქვეყნა არაერთი მოთხრობა თუ ნოველა, ორი ისტორიული რომანი, პიესების კრებული და სატირული პაროდიებისა და ჩანახატების კრებული. სიცოცხლის ბოლო წლებში ჰედაიათი ირანში გაბატონებულ მონარქიას დაუპრისპურდა, რადგან სწორედ მონარქიას თვლიდა ირანული საზოგადოების ნგრევის მიზეზად. ის გაუცხობას გრძნობდამ განსაკუთრებით თანატოლების მიმართ. მისი უკანასკნელი გამოქვეყნებული ნაშრომი "კაფკას გზავნილი" სწორედ მის სევდაზე მოგვითხრობს. 1951 წელს სასოწარკვეთილმა ჰედაიათმა სამშობლო დატოვა და პარიზში პატარა ბინა იქირავა, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან თავისი ყველა გამოუქვეყნებელი ხელნაწერი დახია. 9 აპრილს მან ბინის ფანჯრები და კარებები ბამბით დალუქა და თავი გაზით მოიწამლა. გარდაცვლილი მწერალი პოლიციამ ორი დღის შემდეგ იპოვა. ჰედაიათმა თავის მეგობარსა და პარტნიორს პატარა წერილი დაუტოვა "მე წავედი და გული გაგიტეხე, სულ ესაა". ჰედაიათი დღემდე მიჩნეული ირანული ლიტერატურის უდიდეს წარმომადგენლად. დაკრძალეს პარიზში პერ ლაშეზის სასაფლაოზე 1954 წელს ინგლისელმა პოეტმა ჯონ ჰიტ-სტაბსმა გამოაქვეყნა ელეგია " კასიდა სადეყ ჰედაიათისთვის. 2006 წელს ირანის მთავრობამ ჰედაიათის წიგნების გამოცემა აკრძალა, თუმცა მიუხედავად ცენზურისა, წიგმები ჯიხურებში დღემდე იყიდება.

ფილმები ჰედაიათის შესახებ და ადაპტაციები 1987 წელს რაულ რუისმა საფრანგეთში გადაიღო მხატვრული ფილმი "La Chouette aveugle" ჰედაიატის რომანის „ბრმა ბუს“ ადაპტაცია. კრიტიკოსებმა და კინორეჟისორებმა ფილმს "ფრანგული კინოს ულამაზესი სამკაული" უწოდეს. 2003 წელს რეჟისორმა გასემ იბრაჰიმიანმა გადაიღო ბილმი ჰედაიათის უკანასკნელი დღე-ღამის შესახებ სახელწოდებით "ჭეშმარიტება და აბსურდი", ფილმი 2004 წელს ტრიბეკას კინოფესტივალზე იყო წარდგენილი 2005 წელს ირანელმა რეჟისორმა ხოსრო სიანაიმ გადაიღო ფილმი სადეყ ჰედაიათის შესახებ სახელწოდებით "საუბარი ჩრდილთან". 2009 წელს მოჰსენ შაჰრნაზდარმა და სემ კალანტარმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სადეყ ჰედაიათის ცხოვრების შესახებ, სახელად From No. 37.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118547585 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 The Fine Art Archive — 2003.
  8. 8.0 8.1 8.2 The Fine Art Archive — 2003.
  9. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  10. Homa Katouzian (2007). Sadeq Hedayat: His Work and His Wondrous World. London; New York: Routledge, გვ. 19. ISBN 978-1-134-07935-3. 
  11. Fariborz Mokhtari (2016). „Review: Iran's 1953 Coup: Revisiting Mosaddeq“. The Middle East Book Review. 7 (2): 118. doi:10.5325/bustan.7.2.0113. S2CID 185086482.