შინაარსზე გადასვლა

საგურამო (პრემია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგურამო — საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის პრემია, დაარსდა 2003 წლის 8 ნოემბერს. დამაარსებლები არიან: „ილიას ფონდი“ და შპს „კალასი“. პრემია ყოველწლიურად გაიცემა.

პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: პოეზია; პროზა; თარგმანი; კრიტიკა; ხელოვნება; საბავშვო ლიტერატურა და ჰუმანიტარული მეცნიერებები;

პრემიებთან ერთად გაიცემა ილიას მედალი „მარად და ყველან საქარველოვ მე ვარ შენთანა“ ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის.

პრემია „საგურამო“ ენიჭება ლაურიატს მხოლოდ სიცოცხლეში და მხოლოდ ერთხელ. პრემია არ გაიცემა ერთი ნაწარმოების ან ერთი წიგნისთვის. იგი ავტორს მთელი შემოქმედებისა და მოღვაწეობისთვის ენიჭება. საკონკურსოდ წარდგენილი უნდა იყოს კონკურსანტის მთელი შემოქმედება სრულად.

წარმდგენი შეიძლება იყოს ერთი, მაგრამ ცნობილი რეკომენდატორი, ჯგუფი ან ორგანიზაცია. გამარჯვებულ ნომინანტს გამარჯვება ეცნობება დაჯილდოების ცერემონიამდე 10 დღით ადრე. პრემიის მინიჭების საკითხს განიხილავს ჟიური, რომელსაც ნიშნავს პრემიის დამფუძნებელი ორგანიზაციები „ილიას ფონდი“ და შპს „კალასი“.

წელიპოეზიაპროზაკრიტიკათარგმანისაბავშვო ლიტერატურახელოვნებაჰუმანიტარული მეცნიერებაილიას მედალი
2022[1]ჯემალ ინჯიაზურაბ ლავრელაშვილინოდარ გურაბანიძეელზა ახვლედიანისალომე კაპანაძელევან ჭოღოშვილილადო მინაშვილიდავით მაღრაძე
2023[2]ვაჟა ხორნაულითამაზ ხმალაძე,
ეკატერინე ტოგონიძე
გია ხოფერიამედეა ზაალიშვილიაკაკი დაუშვილიგია ჯაფარიძემერაბ ჩუხუარობერტ გოგოლაშვილი
2024[3]თამაზ ბარჯაძემიხო მოსულიშვილიგიორგი ხორბალაძელანა ღოღობერიძეარ გაცემულანინო ჩაკვეტაძეელგუჯა ხინთიბიძე, ვახტანგ გურულიმზექალა შანიძე
2025[4]ია სულაბერიძე, საშა გველესიანიბესო ხვედელიძეთამარ გელიტაშვილიდოდო ყვავილაშვილითამარ ჯავახიშვილიბადრი ქუთათელაძემერაბ ბერიძედავით მუსხელიშვილი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „„ილია 185" - პრემია „საგურამოს" ლაურეატები დაჯილდოვდებიან“. Sputnik საქართველო. 2022-11-08. ციტირების თარიღი: 2026-07-21.
  2. „8 ნოემბერს პრემია „საგურამოს” ლაურეატები დაჯილდოვდებიან“. kvira.ge. 2023-11-07. ციტირების თარიღი: 2026-07-21.
  3. „დასახელდნენ პრემია „საგურამოს“ 2024 წლის ლაურეატები“. kvira.ge. 2024-09-13. ციტირების თარიღი: 2026-07-21.
  4. „პრემია „საგურამოს“ და ილიას მედლის 2025 წლის ლაურეატები დასახელდნენ“. kvira.ge. 2025-09-13. ციტირების თარიღი: 2026-07-21.