საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი — ნაკრძალი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს საგურამოს ქედზე. თბილისიდან დაშორებულია 25 კმ-ით და შედის ქალაქის მწვანე ზონაში. დაარსებულია 1946 წელს. ფართობია 5241 ჰა. ნაკრძალს აღმოსავლეთით ეროვნული პარკის ტყეებია. ნაკრძალის ქვედა საზღვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 600 -დე, ზედა — 1393 მ-ზე. ნაკრძალის მეტი ნაწილი დაფარულია ტყით. ხემცენარეებიდან გავრცელებულია წიფელი, რცხილა, მუხა, თელა, ნეკერჩხალი, პანტა და სხვა. საგურამოს ქედი აღმოსავლეთ საქართველოში „კოლხური ტყის კუნძულია“, სადაც გვხვდება მესამეული დროის ფლორის რელიქტები — ჭყორი, მოცვი, კოლხური სურო, ბზა, უთხოვარი, კატაბარდა, ეკალღიჭი, გარეული ვაზი და სხვა. ძუძუმწოვარი ცხოველებიდან აქ გავრცელებულია კავკასიური ირემი, შველი, მცირე რაოდენობით - დათვი, მელა, ფოცხვერი, ტყის კატა, მგელი, ტურა, იშვიათია ჯიქი; არის მრავალი სახეობის ფრინველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]