საგუბერნიო მმართველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგუბერნიო მმართველობა — ადმინისტრაციული ორგანო თბილისსა და თბილისის გუბერნიაში. მისი წინამორბედი იყო 1802 წლის 2 იანვარს შექმნილი „საქართველოს უზენაესი მთავრობის აღმასრულებელი ექსპედიცია“, რომელიც გუბერნიის ადმინისტრაციული მმართველობის ორგანო იყო. იგი ატარებდა ეკონომიკურ, ფინანსურ და სოფლის მეურნეობის ღონისძიებებს გუბერნიის მასშტაბით. 1840 საგუბერნიო მმართველობა გარდაიქმნა და ეწოდა საქართველო-იმერეთის საგუბერნი მმართველობა. 1847 წლის 13 თებერვალს ეწოდა თბილისის საგუბერნიო მმართველობა და განაგებდა საქალაქო ცხოვრების ყველა დარგს. თბილისის თვითმმართველობის აღმოცენების შემდეგ (1975) კონტრლს უწევდა მის საქმიანობას. გაუქმდა 1919 წლის 22 თებერვალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]