საგოს პალმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგოს პალმებიპალმები მეტროქსილონის (Metroxylon) გვარისა. მათი ღეროს სიმაღლე 8-12 მ, სისქე 0,5-1 მ აღწევს. 4-6 მ სიგრძის ფრთისებრი ფოთლები აქვს. ყვავილობს 15-20 წლისა და ნაყოფმსხმოიარობის შემდეგ მთლიანად იღუპება.

15-მდე სახეობა გავრცელებულია ტაილანდიდან ახალ გვინეამდე. საგოს პალმების ღეროსაგან იღებენ სახამებელს (ერთი ღეროსაგან 110-160 კგ), გულგულისაგან ამზადებენ საგოს (ბურღულს). ღეროსა და ყუნწებს იყენებენ საშენ მასალად, ფოთლებს - მოსაწნავად. ყველაზე მეტი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს Metroxylon sagu-სა და Metroxylon rumphii-ს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]